ნორვეგიაში "ფაიზერით" აცრის შემდეგ ქალებს მკერდის ზრდა დაეწყოთ - რას პასუხობენ ექსპერტები?

ნორვეგიაში ვაქცინა Pfizer-ით აცრილი ქალების ნაწილს მკერდის ზრდა დაეწყო,- ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი NRK - წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი უცნაური გვერდითი ეფექტის შესახებ პირველმა სოციალურ ქსელში 17 წლის ემა ფეკკმა დაწერა, რომელმაც ვაქცინირებიდან ორი კვირის თავზე შენიშნა, რომ ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი ესაჭიროებოდა.

„ეს ჩემთვის ერთგვარი კრიზისი იყო. დამჭირდა შემეძინა ერთი ზომით დიდი ბიუსტჰალტერი“, — წერდა ემა სოციალურ ქსელში, მან ტიკ-ტოკზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, რომ ანალოგიური სიტუაცია ჰქონდა არაერთ სხვა ქალსაც.

გამოცემის ცნობით, როგორც ექიმ ჰენრიხ ბაკმანს მიაჩნია, აღწერილ სიმპტომებს შესაძლოა სრულიად ბუნებრივი მიზეზი ჰქონდეს: აცრის შემდეგ ლიმფური კვანძები დიდდება და ამის გამო მკერდიც იმატებს მოცულობაში.

„ვაქცინირებული ქალების დაახლოებით 10%-ს იღლიებში ლიმფური კვანძები უდიდდებათ. ამის გამო მკერდი ცოტა წინ იწევს და გვეჩვენება, რომ ის გაიზარდა“, -  განმარტა ნორვეგიის წამლების სააგენტოს სპეციალისტმა სტეინარ მადსენმა.

ამასთან, მისი თქმით, ეს დროებითი მოვლენაა და მალევე ქრება.

Pfizer-ის ნორვეგიულ წარმომადგენლობაში ირწმუნებიან, რომ მათთვის ცნობილი არ არის მსგავსი გვერდითი ეფექტების შესახებ ქალებში, თუმცა ვაქცინის შემქმნელები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი შემთხვევები მართლაც ხდებოდეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794299517

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...

„არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია

1794299184

ახალი ამბები

პროკურატურამ 2000-2001 წლებში სკოლაში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალმომრეობითი ქმედების ფაქტზე სპორტის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1794299138

ახალი ამბები

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქ...

კახა კალაძე

1794299077

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარს უცხადებს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთ...

ირაკლი კობახიძე

1794298789

საზოგადოება

კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს

„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს. „ვიცე-პრეზიდენტის...

კახა კალაძე