4 ბავშვს "ასაფეთქებლების" გამო თითების ამპუტაცია დასჭირდა - ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში 30 მცირეწლოვანი მიიყვანეს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საახალწლო ფოიერვერკის შედეგად მიყენებული დაზიანებით 6 ბავშვი შეიყვანეს, მათგან ორი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ოთხს კი თითების ამპუტაცია დასჭირდა.
ახალი წლის ღამეს მძიმე ვითარება იყო დამწვრობის ცენტრშიც, სადაც 31 დეკემბერს პიროტექნიკის გამო 30 ბავშვი მოხვდა. 2 მცირეწლოვანი, რომელთაც დაზიანებები სახის არესა და კიდურებზე აქვთ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სტაციონარში მკურნალობას ისევ აგრძელებენ.
მშობლების გაფრთხილების გარდა, ექიმების ნაწილი პიროტექნიკის გაყიდვის აკრძალვასაც ითხოვს. მედიკოსები ამბობენ, რომ ყოველ წელს საახალწლო ფოიერვერკების გამო არაერთი მოზარდი ცხოვრებისეულ ტრავმას იღებს.
ექიმების პოზიციას ეთანხმება მოქალაქეთა უმრავლესობაც. ისინი ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა უსაფრთხოების კონტროლი.
პიროტექნიკის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა საქართველოში აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, იურიდიული პირი კი 200 ლარით ჯარიმდება. ასევე, აკრძალულია პიროტექნიკით გარევაჭრობა, რომელსაც მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს.
წყარო:რუსთავი2
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ღმერთმა შეგინდოთ ჩვენი დაჩაგვრა – ალექსანდრიის პატრიარქი რუსეთის პატრიარქს
1795611296
მსოფლიო„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა...
1795610674
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. AI ინოვაციის კვირეული 5-დღიანი პრაქტიკულ...
1795609740
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე გ...
1795609552
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა
„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავი...
1795608470
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...































