„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება. „სინოვაკის“ ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ ივნისს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „სინოვაკის“ პირველი დოზით 17 199 მოქალაქე აიცრა.
ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ქვეყანაში „ასტრა-ზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „პფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
ვაქცინა ჩინეთის მთავრობის მიერ არის დამტკიცებული და ასევე სხვა ათობით არეალში გადაუდებელი გამოყენებისთვის მინიჭებული აქვს ავტორიზაცია. ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი, ალბანეთი, ბრაზილია, კამბოჯა, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ეგვიპტე, ჰონკონგი, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, მექსიკა, პაკისტანი, პანამა, ფილიპინები, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ზიმბაბვე და სხვა.
1778075426
ახალი ამბებიერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათზე სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათამდე სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასურის (...
1778074779
საზოგადოებაპაპუაშვილი: ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ღიად თუ ფარულად სხვა ქვეყნებზე მუშაობენ. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება
მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუსის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთ...
1778074668
საზოგადოებაპაპუაშვილი: ევრობიუროკრატებს ჰგონიათ, რომ საქართველოს შეიძლება გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ევროკავშირში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ
ზოგიერთ ევრობიუროკრატს ჰგონია, რომ საქართველოს შეიძლება თავზე გადაახტე და ისე დააკავშირო ევროპა აზიასთან. რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და შევსულიყავით რუსეთთან ეკონომიკურ ომში, რა გაზს მიიღებდნენ ე...
1778074638
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სად...
1778073147
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6892 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...


























