თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი რწმუნებულება - 54 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი ვლადიმერ პუტინს საქართველოდან

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი რწმუნებულება უმაღლეს პატივისცემაში და ნება მოგვეცით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი" -ასე იწყება წერილი, რომელიც  54 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისიდან ვლადიმერ პუტინს გაეგზავნა.

"საქართველო და უკრაინა არ უნდა შევიდნენ ნატოში,  საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი" - ვკითხულობთ წერილში, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაასაჯაროვა, ის პირველი ხელმომწერია.

"საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად უთმობს ტერიტორიას, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის,  რაც რუსეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს... საქართველო არ არის დამოუკიდებელი, საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებები. ქართველ ხალხს არ უნდა ნატოში" - წერია პუტინისთვის მიწერილ წერილში.

პატრიოტთა ალიანსის მტკიცებით,მათივე  გამოკითხვით,  ქვეყნის მოსახლეობის 69 % მხარს უჭერს საქართველოს ნეიტრალიტეტს.

"საქართველო გახლართულია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების ყალბ სოციოლოგიურ კვლევებში, რომ თითქოს  მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას"- ვკითხულობთ წერილში რომელიც პუტინმა თბილისიდან მიიღო. დოკუმენტს ხელს აწერენ "ქართული მარში" და სანდრო ბრეგაძე, სოსო შატბერაშვილი და "მემარცხენე ალიანსი", "ქრისტიან დემოკრატები" და გოჩა ჯოჯუა, "სპორტსმენთა ლიგა" და რამდენიმე სპორტული ფედერაცია

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80-ჯერ გახსნეს ცეცხლი, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო - უკრაინული მედია

🔵აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780248779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...

ირაკლი კობახიძე

1780248296

ახალი ამბები

მათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა

ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...

დავით მათიკაშვილი

1780246375

ახალი ამბები

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...

 მზრუნველობის სააგენტო

1780244188

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რო...

პარლამენტის დელეგაცია

1780243595

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივანს არგუჯ ქალანთარლის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალ...

ირაკლი კობახიძე