ანდრია ჯაღმაიძე: სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი.
მისი თქმით, მღვდელმთავრებმა ასევე ამოწურეს პროცედურული საკითხები, რათა გაფართოებული სხდომის დროს სხვა საკითხები განსასჯელად აღარ დარჩენილიყო და კრება მხოლოდ პატრიარქის არჩევნებს მიძღვნოდა.
„ამიტომ, მრავალი საკითხი - პროცედურულად რის მერე რა უნდა შესრულდეს ისე, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად იყოს განსაზღვრული, საჭირო იყო თათბირი. დღეს სწორედ ამას მიეძღვნა ეპისკოპოსების შეხვედრა. დელეგატებზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის წარმომადგენლებს, ანუ თითოეული ეპარქიის წარმომადგენელს ექნება საშუალება, სიტყვით გამოვიდეს.
ზოგადად, მათი უფლება არ იზღუდება, თუმცა მღვდელმთავრები ასე თანხმდებიან, რომ ასე სჯობს, რადგან ძალიან ბევრი წარმომადგენელია და თავისუფალი არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, სხდომა ძალიან გაგრძელდეს“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სამი კანდიდატიდან თუ რომელიმე მიიღებს 50%-ზე მეტ ხმას, ანუ 20 ხმას, მეორე ტური აღარ გაიმართება.
„თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ კენჭისყრა ორი უპირატესიდან იქნება და 39 ეპისკოპოსი ამ ორიდან ამოირჩევს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაფართოებულ კრებაზე იქნება თუ არა საჯარო კანდიდატების გამოსვლები და დელეგატების მიმართვები, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერი არ იქნება, თუმცა გავრცელდება ჩანაწერი.
ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღი განისაზღვრება არჩევნების შემდეგ, რადგან თარიღი უკვე არჩეულმა პატრიარქმა უნდა დაადგინოს.
კითხვას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში კანდიდატებთან დაკავშირებით ბრალდებები ისმის, ჯაღმაიძემ უპასუხა:
„ზოგადად, ვფიქრობ, საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მოყოლილ რაღაც დაპირისპირებებს. სინოდში ასეთი რამ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ იყო არაკორექტული გამოსვლები და ემოციური კომენტარებიც, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ, როგორც აქამდე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ეს პერიოდი ღირსეულად მიმდინარეობდა სინოდი, სხვა პროცესიები, ასევე, სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მთავარი, მათი სულისკვეთება. ასე რომ, მცდელობები, წარმოაჩინონ ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება, არარეალურია“.
ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.
1778169647
საზოგადოებაპროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...
1778168403
საზოგადოებაკირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი
გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...
1778166834
ახალი ამბები„ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერ...
1778165483
ახალი ამბებიდავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს
რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღე...
1778164547
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა დ...


























