პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკლურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით განაცხადეს, რომ თავად აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.
იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებს მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა არამართლზომიერი ზემოქმედების ღონისძიებები მათთვის არასასურველი პირების მიმართ.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი გეგმის გაცხადების შემდეგ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდნენ და დაავალა მათ არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცველებს. აღნიშნული მოწოდების შემდგომ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილე სხვა პირები, თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გაემართნენ. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე, ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებით და ცეცხლის წაკიდებით, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცველებისთვის და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისთვის.
მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები და ძალადობრივი ჯგუფის მონაწილეები - მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, რომელიც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს განეკუთვნება, მისი ხელში ჩაგდების მიზნით, ჯგუფურად დააზიანეს რკინის ღობე, რის შემდეგაც მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
თორნიკე მჭედლიშვილი სტრატეგიული ობიექტის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ხელში ჩაგდების მიზნით აზიანებდა ჭიშკარს და ცდილობდა დაბრკოლების გადალახვას და ეზოში შეჭრას ასევე იგი, გური ჟვანია და ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი ადგილზე მყოფი სამართალდამცავებს მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ახორციელებდნენ სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს.
ნიკა გვენცაძე და ძალადობრივი ქმედებების მონაწილე არაერთი პირი სამართალდამცველებს ქვებით და სხვა მძიმე საგნების გამოყენებით თავს ესხმოდნენ.
აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტის დამცავი ღობე, განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, სტრატეგიული ობიექტის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებისა და ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თორნიკე მჭედლიშვილს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას და ნიკა გვენცაძეს სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ირაკლი შაიშმელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა.
1778166834
ახალი ამბები„ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერ...
1778165483
ახალი ამბებიდავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს
რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღე...
1778164547
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა დ...
1778163935
ახალი ამბებიპაატა სალია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები, რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ. მინისტრის თქმით, საკმაოდ სქელტანიანი დასკვნა მომზადდა 2-3 დღეში, მასზე მხოლოდ ე...
1778162901
ახალი ამბებიპაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია
„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორ...


























