შალვა პაპუაშვილი: მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად

მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მალტის და მასპინძელი ქვეყნის - მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს და ესაუბრა როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის საერთოა.

„მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მალტის და მასპინძელი ქვეყნის - მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებს. გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის საერთოა. გარდა ამისა, მქონდა შესაძლებლობა, ასამბლეისთვის მიმემართა. როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მესაუბრა საკითხებზე, რომელიც ეხება რეგიონული გაერთიანებების მნიშვნელობის ზრდას.

დღევანდელ სამყაროში ვაკვირდებით გლობალურ დონეზე მოქმედი ორგანიზაციების დასუსტებას, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაწყვეტაში ვერ თამაშობენ და ამ დროს მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული თანამშრომლობა, ისეთი, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სახით. ამიტომ ამ თანამშრომლობას, როგორც ამ ორ ასამბლეას შორის გავაძლიერებთ. ასევე მქონდა საუბარი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პარლამენტი მიმართავს ასამბლეას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს უფრო სისტემური კონტაქტი ამ ასამბლეასთან, ვინაიდან ხმელთაშუა ზღვა, მისი ქვეყნები არიან გადამწყვეტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778169647

საზოგადოება

პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პროკურატურა

1778168403

საზოგადოება

კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალია

1778166834

ახალი ამბები

„ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერ...

შენობა

1778165483

ახალი ამბები

დავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს

რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღე...

დავით უტიაშვილი

1778164547

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა დ...

მარიამ ქვრივიშვილი