შალვა პაპუაშვილის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების განაჩენზე: აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების გამო
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ დადგინდა ამ პირების ბრალეულობა დამხობის ორგანიზების საკითხში და კიდევ ერთხელ მიეცა უკვე სამართლებრივი შეფასება იმას, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აქამდე თუ იყო პოლიტიკური შეფასებები ჩვენი მხრიდან, დღევანდელი დღიდან ჩვენ უკვე გვაქვს მყარი სამართლებრივი სასამართლოს დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით თუ რასთან გვქონდა საქმე 4 ოქტომბერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე.
მისი თქმით, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს ეკისრება და ევროკავშირის სახელით ბოდიში ევროკავშირის ელჩმა უნდა მოიხადოს.
„ეს არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს. როგორც 4 ოქტომბრის მომზადების პროცესში, როცა ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის მხარდაჭერა წინასწარ დაანონსებული ძალადობის მიმართ, ისე 4 ოქტომბრის დღეს, იმ მომენტში, როდესაც მიდიოდა შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როდესაც პირდაპირ ეთერში სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით ევროპარლამენტარები მხარს უჭერდნენ ხელისუფლების დამხობას. მათ შორის გახლდათ მოლდოვის პრეზიდენტი მარია სანდუ, რომელმაც ძალადობას პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ის მიმდინარეობდა.
ჩვენ გვაინტერესებს პასუხი ევროკავშირისგან, სად არის ის ღირებულებითად. რა არის ის ევროპული ღირებულება, რაზეც ასე გვესაუბრებიან ხოლმე. ძალადობა არის ევროპული ღირებულება?
ხელისუფლების დამხობა ყოფილა თურმე ევროპული ღირებულება. ევროკავშირის ელჩისგან, რა თქმა უნდა მოველით დავითხოვთ პასუხს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. აპირებს თუ არა ევროკავშირის ელჩი, ევროკავშირის სახელით ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს მათ მიერ გამხნევებული და წაქეზებული ადამიანების გამო და აპირებს თუ არა პაველ ჰერჩინსკი ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო, რომ 4 ოქტომბრიდან 7 თვე გავიდა და ერთხელაც კი არ დაგმო ის ძალადობა პრეზიდენტის სასახლეზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1778172891
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს
სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წ...
1778172839
საზოგადოება„ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“ - ეკა კუპატაძე
გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უ...
1778171319
საზოგადოებაანდრია ჯაღმაიძე: სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი....
1778169647
საზოგადოებაპროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...
1778168403
საზოგადოებაკირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი
გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...


























