„ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“ - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა.

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უკავშირდება გიგა ავალიანზე თავდასხმის მოტივს. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, იმნაძესთან კრიტიკული კითხვები ჰქონდათ მომზადებული თუმცა მას შემდეგ რაც მოწმეს მოსამართლემ სახელი, გვარი და მისამართი ჰკითხა, მან განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს.

ადვოკატებმა იმნაძის ჩვენება უდავოდ ცნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმნაძის დაკითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

გიგა ავალიანის დედა დარწმუნებულია, რომ ნია იმნაძემ შეუძლოდ ყოფნა „გაითამაშა“.

„მას შემდეგ, როგორც გითხარით, რაც უკვე მოხდა იდენტიფიცირება მოწმისა, მოწმემ გასცა პირველ ორ კითხვას პასუხი, მოითხოვა ექიმი, შემოვიდა ექიმი და აი, ამ პერიოდში ვიდრე ექიმი შემოვიდოდა ადვოკატებმა უდავოდ გაუხადეს ჩვენებები ნია იმნაძეს. სად იყვნენ მანამდე, ხომ იცოდნენ რომ არასრულწლოვანი მოდიოდა იძულების წესით.

ახლავე წაიყვანონ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ნია იმნაძეს, არ შევარჩენ არავის. ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778169647

საზოგადოება

პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პროკურატურა

1778168403

საზოგადოება

კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალია

1778166834

ახალი ამბები

„ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა“ - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერ...

შენობა

1778165483

ახალი ამბები

დავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს

რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღე...

დავით უტიაშვილი

1778164547

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა დ...

მარიამ ქვრივიშვილი