გიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს
სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე 2024 წლის აქციებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებაზე.
გიორგი ზერეკიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგის მისაკუთრება და აღნიშნულს აფასებს, როგორც - “სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება”.
„სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა.
და ამ დროს რას აკეთებენ ნაცების პროპაგანდისტული მანქანა? როგორც კი ყური მოჰკრეს და გაიგეს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია და დამნაშავეებს აკავებდნენ, სასწრაფოდ, დაკავებამდე ზუსტად ორი დღით ადრე, დადგეს ვითომ საგამოძიებო სიუჟეტი, ვითომ თვითონ გაშიფრეს და იპოვეს ის სპეცრაზმელები.
მთელი ეს ცირკი ხომ მარტივი მიზეზით დაიდგა: იცოდნენ, რომ დაკავება გარდაუვალი იყო და უნდოდათ, მერე გამოსულიყვნენ და ეყვირათ, აი, ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და ჩვენი სიუჟეტის გამო დაიჭირესო. სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება სცადეს და გამოძიების გაბაიბურება, თითქოს ვინმეს არ უნდოდა მოძალადეების დაჭერა და მათ აიძულეს. თუ ვინმე უმალავს იქნებ უთხრათ ტვ პირველსაც და ტვ ფორმულასაც რომ მათ ტელევიზიებს საქართველოს მოსახლეობის 5% არ უყურებს და გავლენის მოხდენა ხელისუფლეზე კი არა, საიდანღაც რო გამოჩნდა და გაქრა ვიღაც ოჯგბუნუჯუ, თბილისის მერობა მინდაო, მაგაზეც არ შეუძლიათ“, - წერს გიორგი ზერეკიძე.
1778169647
საზოგადოებაპროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...
1778168403
საზოგადოებაკირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი
გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...
1778166834
ახალი ამბები„ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და ადგილიდან მიიმალა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ურთიერ...
1778165483
ახალი ამბებიდავით უტიაშვილი: უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრის გაზრდა სავალუტო რისკებისგან დაიცავს როგორც მომხმარებელს, ასევე, ფინანსურ სექტორს
რეგიონში და ზოგადად, გლობალურად გაზრდილი გამოწვევების, ასევე, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მომხმარებელთა მხრიდან დოლარში სესხის აღება ჭარბის რისკის შემცველია, რის გამოც მივიღე...
1778164547
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა დ...



























