ლიზა გეგეჭკორი: მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

როგორც გეგეჭკორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც “ნაცების პროპაგანდამ” გაიგო, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული “გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი” თითქოს დამნაშავეები მათმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

„რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს - მოვლენების ქრონოლოგიას მივყვეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როგორ უპირისპირდება მას ნაცმოძრაობის ჩვეული, იაფფასიანი ტყუილების მანქანა.
ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე.

და რას აკეთებს ამ დროს ნაცების პროპაგანდა? კონკრეტულად კი ჯარიაშვილი, როგავა და მათნაირები?

როგორც კი თავიანთი არხებით გაიგეს, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული, დამნაშავის ვინაობა იდენტიფიცირებული იყო და დასაკავებლად ემზადებოდნენ, სასწრაფოდ და ტრადიციულად ჩართეს მითვისების მცდელობა, ოფიციალურ დაკავებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, ეთერში გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი, თითქოს მათმა ე.წ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა „თავად მიაგნეს“ მოძალადე სპეცრაზმელს.

ხვდებით, ხომ, რამხელა აბსურდთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე? ეს იყო წინასწარ, მიზანმიმართულად გათვლილი ტყუილი ერთი კონკრეტული ამოცანით: როცა სახელმწიფო ამ ადამიანს დააკავებდა, პროპაგანდას უნდა ეყვირა - „აი, ჩვენ რომ ვამხილეთ და ეთერში გავუშვით, იმიტომ დაიჭირესო“. უბრალოდ სცადეს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ურთულესი სამუშაო და კანონის აღსრულების ფაქტი საკუთარ პოლიტიკურ და მედია აქტივში ჩაეწერათ.

თუმცა, ფაქტებს და რეალობას ვერაფერს უზამენ. სიმართლე კი ის არის, რომ სახელმწიფო სისტემამ იმუშავა გამართულად და მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან უკვე დადო ხელშესახები, კონკრეტული შედეგი. დამნაშავე დასჯილია არა ვიღაცის შეთითხნილი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, დაიცვას კანონი და არ დაუშვას გადაცდომები“,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778172891

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე - პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაჰყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს

სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წ...

გიორგი ზერეკიძე

1778172839

საზოგადოება

„ვერ დამემალებიან მაშინ, როდესაც მე ზურგს მიმაგრებს სახელმწიფო. დიახ, დღეს ქალბატონი ქეთი სონიძე იყო პრინციპული“ - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის საქმეზე მოწმე ნია იმნაძე სასამართლოში იძულების წესით მიიყვანეს, თუმცა დაკითხვამდე განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და სხდომა დატოვა. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ იმნაძე პირდაპირ უ...

ეკა კუპატაძე

1778171319

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: სინოდი იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული, რომ პატრიარქის არჩევნები იქნება ისეთივე ღირსეული და სანიმუშო, როგორც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეიკრიბნენ მღვდელმთავრები, რათა საბოლოოდ შეეთანხმებინათ გაფართოებული კრების თარიღი....

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1778169647

საზოგადოება

პროკურატურა: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ, ირაკლი ნადირაძემ და ირაკლი შაიშმელაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პროკურატურა

1778168403

საზოგადოება

კირცხალია: მდინარაძის სახელმწიფო მინისტრად დაწინაურების დღიდან ანერვიულდნენ, რა უნდა გააკეთოს იმ პოზიციიდან, ფორმალურიაო. დღეს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგი ჩაატარა მოძალადე პირების დაკავებაზე. აი, ეს არის კონკრეტული შედეგი

გენერალური პროკურატურის მიერ, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავებას, საპარლამენტო უმრავლეს...

ირაკლი კირცხალია