პატრიარქი: ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა საზოგადოებას პეტრეპავლობის დღესასწაული მიულოცა.

შიო მესამის თმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა.

პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა მივბაძოთ პეტრე და პავლე მოციქულებს წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა.

„გილოცავთ პეტრეპავლობის დღესასწაულს. ძალიან სასიხარულო იყო დღეს თქვენთან ერთად წირვა. ისეთი წესრიგი იყო და ამაღლებული სულიერი განწყობა, რომ ვართ ძალიან გახარებული და მადლობლები. გაგახაროთ და დაგლოცოთ უფალმა. დღეს ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, რომ ცოდვილი სამყაროს წინაშე უფალმა აღმართა ასეთი საოცარი სვეტები და მნათობები, რომლებმაც არა მხოლოდ თავისი დიდებული ეპისტოლეებით, არამედ თავიანთი ცხოვრებითაც უქადაგეს მთელს მსოფლიოს ჭეშმარიტება. მაგალითი მოგვცეს ღვთის რწმენის და დიდი სიყვარულის. ისინი დღესაც აგრძელებენ ქადაგებას.

წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, როდესაც ნავიდან გადმოვიდა და ზღვაზე მოსიარულე უფალი იესო ქრისტესკენ გაემართა წყლით. ასე უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, რომელმაც შემდეგ ჩაძირვა დაიწყო.

პეტრე მოციქულმა ასევე გამოავლინა საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსემანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, შემდეგ უფალმა განკურნა ის მონა. ჩვენი თანდასწრებით როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, ჩვენ გაბედული სიტყვით, ისევე, როგორც პეტრემ, უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები. მოციქული პეტრესგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ საოცარი სინანულიც. ის მთელი სიცოცხლე ინანიებდა თავის მძიმე ცოდვას - უფალი იესო ქრისტეს სამგზის უარყოფას.

რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია ლაპარაკი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. დღეს საკმარისია ისიც, რომ ვახსენოთ, როგორ ღრმად ესმოდა მას ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. ის წერს, წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდესო, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე და ისეთი რწმენა მქონდესო, რომ მთების დაძვრა შემეძლოსო, სიყვარული თუ არ მაქვს, არარაობა ვარო. მთელი ჩემი ქონება გლახაკებს რომ დავურიგო და სხეული მივცე დასაწვავადო, სიყვარული თუ არ მაქვს, არას მარგებსო. პავლე მოციქული ამ სიყვარულზე მარტო კი არ წერდა, არამედ ასეც ცხოვრობდა. იწვოდა ქრისტეს სიყვარულით, როგორც სხვა არავინ. იგი იმდენად შეძრა ქრისტეს ჯვარცმამ, რომ სხვა ყველაფერმა მისთვის ამ დედამიწაზე აზრი დაკარგა. ის წერს ასეთ სიტყვებს 0- ამიერიდან ჩემთვის ჯვარცმულია ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის კიდეც მე ვარ ჯვარცმული. ისე გრძნობდა იესო ქრისტეს ჯვარცმას, მის ჭრილობებს, ამბობს, რომ მე ჩემი სხეულით დამაქვს ქრისტეს ჭრილობებიო. ჩვენ უნდა მივბაძოთ წმინდა პეტრე მოციქულს, ასევე წმინდა პავლე მოციქულს, წმინდა ჯვრის ამ სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა.

ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და პირჯვრის გადასახვის გარეშე. არ დაგვავიწყდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ რჯულის აღსრულება სიყვარულშია. და აი, თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით, ასე ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენს გულებშიც გამოისახება ქრისტეს ჯვარი და მივემსგავსებით მცირედით მაინც მოციქულებს, რომელთა გულებშიც ის გამოისახა და ზეციური ნათლით ანათებდა.

გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი სიხარულისთვის, ერთობლივი მსახურებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. წმინდა მოციქულთა პეტრე და პავლეს ლოცვით ღმერთმა აკურთხოს, გააძლიეროს, გაახაროს ეს წმინდა ტაძარი, ამ ტაძრის მამები, ამ ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილი. მოციქულთა, პეტრე და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა შიო მესამემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783864380

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა

პეტრეპავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში იმყოფებ...

შალვა პაპუაშვილი

1783863558

ახალი ამბები

ავარია სამტრედიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დაღუპულია მძღოლი, უცხ...

საპატრულო პოლიცია

1783862079

საზოგადოება

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელში...

რევაზ სოხაძე

1783860029

ახალი ამბები

მდინარე ქსანში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული სოფელში სტუმრად იყო ჩასული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,...

ტბა და დახრჩობა, დაიხრჩო

1783859497

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მო...

რევაზ სოხაძე