დავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილზე: რატომ არის ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ, სტატუსში მიუთითებს, სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“, არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რომ თიხის ფეხებზე დგას ქვეყანა და ჟუჟუნა წვიმაზეც იტბორება და ნადგურდება, არათუ ძლიერ სტიქიაზე“.

ქართველიშვილს იმ ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც ძლიერ სტიქიას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა და ამბობს, რომ სხვის უბედურებაზე ღლიცინი ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია.

„რატომ არის ეს ქალბატონი ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ - გაუგებარია: კრიზისი, კორუფცია, ავტოკრატია - ვის არ მოსვლია, იქნება დროებითია? თავის სტატუსში ის ხომ ევროკავშირზე მიუთითებს, თორემ თავისი ქვეყანა ხომ უყვარს, ხოლო როგორც პოლიტიკოსი, ობიექტური და სამართლიანიც არის. მას ხომ ამ ქვეყანაში სურს ხელისუფლებაში მოსვლა და მსგავს სისულელეს საკუთარ ამომრჩეველს ხომ არ დაუწერდა? იქ კი რაც ხდება, განა არ ვიცით. მხოლოდ უკანასკნელ ერთ კვირაში:

რუმინეთში: ბუქარესტსა და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონებში - ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმებმა ფართომასშტაბიანი დატბორვა გამოიწვია. წყლით დაიფარა ცენტრალური ავტომაგისტრალები, მიწისქვეშა გადასასვლელები და საცხოვრებელი კვარტლები, შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება. სამწუხაროდ - სტიქიას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა, ხოლო სამაშველო ოპერაციებში ასობით მეხანძრე მონაწილეობდა.

ავსტრიაში: ქვეყნის ზემო და ქვემო რეგიონებში, ძლიერ ქარიშხლიან ფრონტებს თან ახლდა გადაუღებელი წვიმა, ღვარცოფები და ქარიშხლის ძალის ქარი. დაიკეტა საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის შედეგად აქაც სამწუხაროდ დაიღუპნენ ადამიანები.

ესპანეთში:კატალონიასა და ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში - მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მთავარ პრობლემად კვლავ ექსტრემალური სიცხე და ტყის ხანძრები რჩება, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს ცალკეულ რეგიონებში ძლიერმა წვიმებმა ქუჩების, სატრანსპორტო კვანძებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დატბორვა გამოიწვია.

საფრანგეთში: სამხრეთ-დასავლეთი რეგიონებში ძლიერმა ჭექა-ქუხილმა და კოკისპირულმა წვიმებმა ადგილობრივი წყალდიდობები გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა გზები და დასახლებული პუნქტები. თუმცა, მიყენებული ზარალის მასშტაბით - ეს მოვლენები ჩამორჩება იმ ზიანს, რომელიც ტყის ხანძრებმა და ანომალიურმა სიცხემ გამოიწვია.

ასე რომ, სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“ გამოწვეული „ჟუჟუნა-წვიმათი“ - არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია, რასაც ჩვენ ცალსახად ვგმობთ და ვუზიარებთ ჩვენს თანადგომას ბათუმში საზეიმო ცეკვებით გართულ ევროკავშირის ელჩს, პან ჰერჩინსკის“, - წერს ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783863558

ახალი ამბები

ავარია სამტრედიაში - დაიღუპა 1 ადამიანი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დაღუპულია მძღოლი, უცხ...

საპატრულო პოლიცია

1783862079

საზოგადოება

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელში...

რევაზ სოხაძე

1783860029

ახალი ამბები

მდინარე ქსანში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის კაცი დაიხრჩო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული სოფელში სტუმრად იყო ჩასული. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო,...

ტბა და დახრჩობა, დაიხრჩო

1783859497

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მობილიზებული ვართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მო...

რევაზ სოხაძე

1783855765

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

კატარის ყოფილი ემირი, შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი, რომელიც ქვეყანას 1995-დან 2013 წლამდე მართავდა, 74 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი კატარის ემირის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეიხ...

კატარის ყოფილი ემირი