ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი - გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა.

ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი ძმასთან ბოლო საუბარს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“18 ივნისი… დღე რომელიც არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან… შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ დამირეკე Gio Shakarashvili და მითხარი: “ანი ხომ სამსახურში ხარ ? მეც შენკენ მოვდივარ სალონში წასვლას ვაპირებ, საღამოს დაბადების დღეზე მივდივარ” –  ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი… წახვედი და ვეღარ გნახეთ… უშენობის ერთი წელი…”, – წერს ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს. 

მიმდინარე წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

ფეხბურთელის მკვლელობისთვის გასამართლებულების ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა 8 ივნისს დაიწყო. ადვოკატს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მოლოდინი არ აქვს, თუმცა საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წასაღებად ადგილზე ყველა ინსტანციის ამოწურვაა საჭირო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793296685

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული

ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის...

არჩილ გორდულაძე

1793296112

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებ...

არჩილ გორდულაძე

1793296001

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს

„გულითადად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის ისტორიულ თარიღს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის...

შალვა პაპუაშვილ

1793295959

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო

ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება...

არჩილ გორდულაძ

1793291826

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური