"გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან განაცხადა, სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილობასთან დაკავშირებით 30 ოქტომბრის ჩათვლით "პატარა შოუ გვექნება".
"სააკაშვილის იმიტირებულ შიმშილის ქრონიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება.
გარწმუნებთ, როგორც კი დამთავრდება არჩევნები, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არც ერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა.
სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.
აქედან გამომდინარე, 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი საერთოდ გაქრება ჩვენი დღის წესრიგიდან.
შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე.
როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზე.
ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. უნდა შიმშილობა, არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია.
რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა. იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს.
არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო ციხეში. რა სტანდარტითაც მოქმედებს, იმოქმედებს ყოველთვის სახელმწიფო სხვა მოშიმშილეების, პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტებით იმოქმედებს სახელმწიფო პატიმარ, უმძიმეს დამნაშავე სააკაშვილის მიმართაც", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































