გიორგი ფხაკაძე: ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის?! რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს, რომ საქართველოში პატიმრები პრივილეგირებულები არ უნდა იყვნენ, რადგან მისი თქმით ყველა პატიმარი პატიმარია.
"არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში...
სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი.
სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?
სააკაშვილს სჭირდება სრულყოფილი სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა?!
ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის?!
რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ...
მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული...
ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა...
ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვე, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში...
ეს ვერ დავინახე... მერე რა, რომ პრეზიდენტია.
სხვა პატიმრებმა რა დააშავეს?
რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?!", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუკზე.
სხვა სიახლეები:
🔳 "იქნებ, იქაც თეატრი გვიცდის" - რობერტ სტურუა ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...
1795588758
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...































