გიორგი ვოლსკი: დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა, რომლებიც საქართველოს ასე ინტენსიურად უტევენ, არის შეურაცხმყოფელი და საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველიც
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის და სხვა აქტორების დამოკიდებულება შეაფასა, რომლებიც წარსულში ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.
„დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა, რომლებიც საქართველოს ასე ინტენსიურად უტევენ, არის შეურაცხმყოფელი და საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველიც. ეს დეზინფორმაციასთან ერთად საკმაოდ სერიოზული ინტენსიურ მცდელობებს უკავშირდება, საქართველოს, როგორც საერთოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით”, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.
როგორია გერმანიის ელჩის პოზიცია მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაულები აღიარა? „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
პროკურატურის განცხადებით, გორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.
1771530860
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა
ჩვენი მიზანია გავასწოროთ სტრუქტურული პრობლემა, რაც [ფასის] მნიშვნელოვან კორექციას მოგვცემს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთ...
1771529226
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან,...
1771528375
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ: დღევანდელ ჩემს განცხადებას, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოყვა
ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანების შემოყვანა...
1771525526
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელ...
1771523893
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ...






























