გივი მიქანაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
საუბრისას გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და სასწავლო პროგრამის შინაარსის განვითარებაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მთავარი მიზანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური და შედეგზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება.
საუბარი შეეხო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ამ მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, განათლების რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით, სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
1771516643
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია, შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რეგიონებში გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობაზე ისაუბრა. ამით ის გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიერ გაჟღერებულ ინიციატი...
1771514669
ახალი ამბებიმათიკაშვილი გახარიაზე: გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ, ამ ტყუილებისა და ღალატისთვის ჯამაგირი აქვს დანიშნული და ამით სულდგმულობს
გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ა.შ., - ამის შესახებ, „დღის ქრონიკაში“ მმართველი...
1771514628
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პე...
1771514256
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტ...
1771511913
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა, დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით
„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმო...































