დიმიტრი ხუნდაძე ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ: დღევანდელ ჩემს განცხადებას, რომელიც ამ ინიციატივას არ ეთანხმება, საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოყვა

ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანების შემოყვანაზე შეზღუდვის დაწესება მეორადი ავტომანქანების რეალიზაციის ბიზნესზეც უარყოფითად აისახება.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ავტოპარკის განახლება აუცილებელია, თუმცა ამ მხრივ, ის პროცესის ეტაპობრივად განხორციელებას უჭერს მხარს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით საჭირო გადაწყვეტილება ისე უნდა მივიღოთ, რომ არ დაზიანდეს საზოგადოების ინტერესი. საამისოდ კი, არ არის გამორიცხული კონსულტაციები გაიმართოს.

„6 წელზე მეტი ასაკის ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვა უარყოფითად აისახება ბიზნესსექტორზეც, რომელიც დაკავებულია საქართველოში მეორადი ავტომანქანების შემოყვანით და რომლის რეალიზებას ადგილზე, ანუ ქვეყნის შიგნით ახორციელებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად შემცირდება შემოსავალი და ეს ბიზნესი დაზიანდება, რაც ამ სექტორში მომუშავე პირებსაც და სამუშაო ადგილებსაც შეამცირებს. ეკოლოგიური ფაქტორი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ავტოპარკიც უნდა განახლდეს ნელ-ნელა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გაჩნდეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. ამიტომ, დროს და ეტაპობრიობას, აქვს ოქროს ფასი.

როგორ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ეკოლოგიას და ავტოპარკის განახლებას ისე, რომ ჩვენს რეალობაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს მძიმე ტვირთად არ დააწვეს (მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია). რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის - ვფიქრობ, ეტაპობრიობა და დრო სწორად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დღეისთვის 13 წლის ზემოთ ავტომობილების შემოყვანაა შეზღუდული. დავიყვანოთ ეს შეზღუდვა 10 წლამდე. შემდეგი დიფერენცირება იყოს, ვთქვათ, 8 წელი. შესაძლოა მანქანის ასაკთან ერთად დიფერენცირებული იყოს განბაჟების გადასახადიც. ასევე, ვფიქრობ, ტექდათვალიერება უნდა გავაუმჯობესოთ არა ისე, როგორც ახლა ხდება, როცა ხშირად მეორადი ნაწილებით გადიან ავტომანქანები ამ პროცედურას. მიმაჩნია, რომ ეს სექტორიც გასააქტიურებელია. ასევე უნდა ვიზრუნოთ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე. გამონაბოლქვი არ არის მხოლოდ მანქანის სიძველიდან გამომდინარე. შესაბამისად, საწვავის ხარისხი მნიშვნელოვანია.

ამიტომ, შესაძლებელია გავმართოთ კონსულტაციები უკეთესი გამოსავლის მოსაძებნად, იქნება ეს დიფერენცირებული - 13-ის შემდეგ 10 და 8 წელი, თუ საგადასახადო წნეხი, რომ ძველი ავტომანქანები თანდათან გავიდეს და ნელ-ნელა მოხდეს ავტოპარკის განახლება. უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით 6 წლის ზევით სიძველის ავტომანქანების შემოყვანის აკრძალვა, ვფიქრობ, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეკითხვას, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ამ წინადადებებს, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამას სავარაუდოდ არგუმენტების სიძლიერე განაპირობებს.

„არგუმენტები იმდენად ძლიერია, რომ ალბათ უნდა გაითვალისწინოს. მე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ, „ხალხის ძალა“ მცდელობას არ დავაკლებთ, იმიტომ, რომ არგუმენტები რეალურად დევს და საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩანს. დღევანდელ განცხადებას, საკმაოდ დიდ მხარდაჭერა მოყვა საზოგადოების მხრიდან. ამ განცხადებამ აჩვენა ერთი ის, რომ მთავრობის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი შენიშვნები და მეორე, ჩვენ შევიგრძენით საზოგადოების პულსი - ეს ხალხისთვის არის მტკივნეული და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება არის მათთვის აუცილებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771522031

ახალი ამბები

ბესიკ კალაძე: შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე...

ბესიკ კალაძე

1771520502

საზოგადოება

გივი მიქანაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტე...

გივი მიქანაძე

1771519233

მსოფლიო

ტრამპი: ორბანს არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, ევროპაში ეს მხარდაჭერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ნორმალურია

შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს მხარდაჭერა ევროპელებს არ მოსწო...

დონალდ ტრამპი

1771518366

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: ვეთანხმებით მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყ...

ააა

1771517228

ახალი ამბები

დმიტრი მედვედევი: რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება

რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ დმიტრი მედვედ...

მედვედევი