მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771518366

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: ვეთანხმებით მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყ...

ააა

1771517228

ახალი ამბები

დმიტრი მედვედევი: რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება

რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ დმიტრი მედვედ...

მედვედევი

1771516643

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: დაახლოებით ერთი წელია რაც ახალი, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა, სადაც ხდება გარკვეული საკითხების კონცენტრაცია, შესაბამისად დადგა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტების მართებულობის საკითხი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა რეგიონებში გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობაზე ისაუბრა. ამით ის გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიერ გაჟღერებულ ინიციატი...

პოლიტიკოსი

1771514669

ახალი ამბები

მათიკაშვილი გახარიაზე: გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ, ამ ტყუილებისა და ღალატისთვის ჯამაგირი აქვს დანიშნული და ამით სულდგმულობს

გახარია ტყუილის და შარლატანობის სიმბოლოდ იქცა სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით მისი ღალატი, ვიცით მისი ტყუილები, ჯერ გუნდიდან გაქცევა, მერე ქვეყნიდან გაქცევა და ა.შ., - ამის შესახებ, „დღის ქრონიკაში“ მმართველი...

დავით მათიკაშვილი

1771514628

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პე...

ირაკლი კობახიძე: