შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან
ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, არაკონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებს ქმნის.
„ჩვენი მიზანია სექტორში საკანონმდებლო ბაზა ისე შევცვალოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს, პროცესები იყოს გამჭვირვალე. ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულმა მწარმოებლებმა ასეთი პრეტენზია გამოთქვეს, რომ არ გვაქვს გრძელვადიანი კონტრაქტები ქსელებთან, მათ შეუძლიათ კონტრაქტი ნებისმიერ დროს გაწყვიტონ, ან ფასის გადახედვა დაიწყონო. ბიზნესისთვის ეს დამატებით ხარჯებს ქმნის. არაპროგნოზირებადობა პროცესებს აძვირებს. 6 პრობლემა აღმოვაჩინეთ საწარმოო პროცესში: იმპორტზე დამოკიდებულება, მაღალი საოპერაციო ხარჯები, არასიმეტრიული ურთიერთობები, კაპიტალის მაღალი ღირებულება, ნაშთების მართვის პრობლემა, დიდი დანაკარგები. ეს რომ შევაჯამოთ, ქმნის მეექვსე პრობლემას, რომ ადგილობრივი წარმოება არაკონკურენტუნარიანი ხდება იმპორტთან მიმართებაში. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური ბაზა შევქმნათ, რომ ადგილობრივ მწარმოებელს ჰქონდეს კონკურენტული გარემო, ეფექტური ბიზნესოპერაციები ჰქონდეს და საბოლოო ჯამში შეეძლოს კონკურენციაში შევიდეს იმპორტთან“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
1771522031
ახალი ამბებიბესიკ კალაძე: შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე
შეხვედრა გავმართე მოსახლეობასთან ავჭალა 2-ში, კერძოდ ხორავას ქუჩაზე, სადაც გზის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე...
1771520502
საზოგადოებაგივი მიქანაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტე...
1771519233
მსოფლიოტრამპი: ორბანს არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, ევროპაში ეს მხარდაჭერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ნორმალურია
შშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს მხარდაჭერა ევროპელებს არ მოსწო...
1771518366
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: ვეთანხმებით მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყ...
1771517228
ახალი ამბებიდმიტრი მედვედევი: რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება
რუსეთი ვერ შეეგუება ნატოს წევრ მეზობლებს, რადგან საფრთხე მუდმივი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარემ დმიტრი მედვედ...






























