იაგო ფრანგიშვილი: ის რომ "გერგება", "ითხოვ და მოგეცემა", აი ეს არასოდეს ყოფილა საქართველოში ბოლო, ალბათ 300 წელია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში ხშირად გამოირჩევა სოციალურ საკითხებზე თუ პოლიტიკურ პროცესებზე ვრცელი პოსტებით:

"სახელმწიფოს მაშინ აღიქვამს ადამიანი სახელმწიფოდ,

თუკი სახელმწიფო რაღაცას გთხოვს და გავალდებულებს.

თუკი სახელმწიფოს რაღაცას სთხოვ და ავალდებულებ.

თუკი ქვეყნის ხელისუფლება არც არაფერს გავალდებულებს და არც არაფერს გაძლევს,
იმას შეიძლება დაარქმევა სახედლმწიფო სახელად, მაგრამ, შინაგანად ადამიანი ვერასოდეს ვერ გაიაზრებს სახელმწიფოდ, არ ექნება სახელმწიფოებრივი გრძნობა.

გუშინ საშობაოდ და ერთი უმშვენიერესი ქართველი პატარა გოგონას პატივსაცემად ვიყავით ერთად ქართველები.

ვიყავით ერთად ის ემიგრირებული და საქართველოდან წამოსული თუ გამოქცეული ადამიანები, რომლებმაც არც სახელმწიფოს არ მოვთხოვეთ არაფერი და არც სახელმწიფოდწოდებულს მოსვლია აზრად, ჩვენთან რაიმე გაცვლა გამოცვლით ურთიერთობაში შემოსულიყო.

ემიგრანტებთან ერთად რამდენიმე საქართველოში მცხოვრებიც იყო ჩვენს გვერდით და დამერწმუნეთ, რომ არაფრით, აბსოლუტურად არაფრით განსხვავედებოდა ერთმანეთისაგან ჩვენს მიერ საქართველოს როგორც სახელმწიფოდ აღქმა.

ისინიც, მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ცხოვრობენ, მიტოვებული ჰყავს სახელმწიფოს და არ სჭირდება ეს ხალხი სახელმწიფოს.

ერთადერთი, რასაც ამ ადამიანებს სთხოვენ და რაშიც ესაჭიროებათ საქართველოში, ესაა ყოველ 2 თუ სამ წელიწადში რაღაც არჩევნებისათვის ხმის მიცემა.

ესაა და ეს.

არავის ესაჭიროება საქართველოს მოქალაქე.

არავის აინტერესებს საქართველოს მოქალაქის ჭირვარამი.

არც ხელისუფლებას და არც სხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ორგანიზაციას.
ეს არაა ახალი პრობლემა.

წინა ხელისუფლებამ, რაღაცა სახელმწიფოებრივი ვალდებულება დაანახა ადამიანებს და ინფრასტრუქტურა, ზოგადი ცხოვრების გაუსაძლისი გარემო განაახლა, შეცვალა.ადამიანებისაგანაც მოითხოვა არც თუ ისე ცოტა, მაგალითად გადასახადის გადახდა, კრიმინალურ მაფიოზური თანამონაწილეობისგან თავშეკავება და ამ საქმეში ნულოვანი ტოლერანტობაც გამოაცხადა.

ეს ხალხის მოთხოვნა ზოგადად არ ყოფილა.

ეს ზემოდან დირექტივით გააკეთა და საკუთარი და მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით გააკეთა მაშინდელმა ხელისუფალმა.

ამიტომაც, მაშინ ცოტათი კი არსებობდა სახელმწიფოებრიობის გრძნობა, მაგრამ, ის პირობები, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და ის მოთხოვნები, რომელიც სახელმწიფომ მოქალაქეს მოსთხოვა, ვერ იყო იმ თანაფარდობაში, რასაც ჰქვია სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთსაჭიროება.

ზოგადად მოქალაქე და მოქალაქეთა ფართო ნაწილი ამ საქმეებისათვის მაშინდელმ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ და არ დაიჭირვა.

შეეძლო ჩაერთო ამ პროცესებში ფართო მასები, შეეძლო ეს ყველაფერი ხალხთან კომუნიკაციით გაეკეთებინა და არ გააკეთა, არ ჩათვალა საჭიროდ, რაში მჭირდებაო, ასე იფიქრა.

დღეს სწორედაც რომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა დღევანდელი ხელისუფლების შავი და ფეიკ პიარი წინა ხელისუფლის მიმართ ასე პოპულარული ფართო მოსახლეობაში.

საქმე ისაა, რომ წინა ხელისუფლებამ კი გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს ევალება და კი მოსთხოვა ხალხს ის, რაც მინიმუმად ევალება სახელმწიფოს, მაგრამ არ ყოფილა გარდა შუქისა და პენსიის გაზრდისა სხვა რამ ხალხის მოთხოვნა, იმიტომ კი არა რომ ეს წესრიგი ან სახელმწიფო არ სურდათ, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ საქართველოში არაა მიღებული, არაა ისტორიული კულტურა იმისა, რომ სახელმწიფოს რაიმე მოსთხოვო, სახელმწიფოსაგან რაიმე მიიღო კანონითა და დაწესებული გზით.

მოპარვა და მაქინაციები მოსულა ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ, ის რომ გერგება, ითხოვ და მოგეცემა, აი ეს არასოდეს ყოფილა საქართველოში ბოლო ალბათ 300 წელია.

ეს კი, ეს ორმხრივი ურთიერთობა კი სახელმწიფოსა და ადამიანებს, ინდივიდებს შორის არის აუცილებელი მომენტი სახელმწიფოებრივი გრძნობისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო კულტურა შერიფის ინსტიტუციით ჩამოყალიბდა, იყო შერიფი და სახელმწიფოს წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა რომ არც კი იცოდა მაშინ ბევრმა ამერიკელმა მისი ქალაქი რომელ შტატს ეკუთვნოდა, შერიფი იყო კანონი და სახელმწიფო და მას დაცვა, მოქალაქეთა დაცვა და წესრიგი ევალებოდა, ხალხიც ამას ითხოვდა.

გერმანიის სახელმწიფო კულტურას ოტო ფონ ბისმარკმა ჩაუდო საფუძველი სოციალური სისტემის ჩამოყალიბებით.

არ არსებობდა მაშინ ახლად შეკოწიწებულ გერმანიაში ყაჩაღები და განგსტერები, და არც სამოქალაქო ომები იყო რომ ეს გერმანულენოვანი კონგლომერატი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო.

მაშ რა უნდა მიეცა სახელმწიფოს იმ ფართო მასებისათვის, მრავალეთნიკური და დაკოწიწებული, ხეობებით და მდინარეებით დაყოფილი გერმანულენოვანი მოსახლეობისათვის ერთიანი და ერთობლივი?ეს იყო სოციალური დაზღვევა, ყველა იყო დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა, მუშაც, ადვოკატიც, მისი უმუშევარი ოჯახის წევრებიც და განსაკუთრებით ბავშვები.

გარდაცვლილ ბავშვზეც კი, რომელიც მკურნალობაც და დახმარებაც ვერ მოხერხდა, აი ამ შემთხვევაშიც კი ოჯახს კომპენსაცია ეძლეოდა.

მეცხრამეტე საუკუნის, ჭირისა და ქოლერის, ბავშვთა 30%-იანი სიკვდილიანობის პერიოდში ეს დიდი თანადგომა იყო.

გუშინ ვიჯექით ეს ემიგრანტი ქართველები ყველა ერთად და ვსაუბრობდით იმ სასწაულ დახმარებაზე და ადამიანურ თანადგომაზე, რომელიც გერმანიის სახელმწიფომ გამოიჩინა ბევრი ავადმყოფი ქართველი ბავშვის მიმართ.

ჰყვებოდა ბედნიერი დედა, ბავშვზე თირკმლის გადანერგვის შემდეგ თუ როგორ გადაეხვია და გულში ჩაიკრა მშობლები აცრემლებულმა ექიმმა და უთხრა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ ჩატარდაო.

არასოდეს დაავიწყდება ამ ხალხს ეს თანადგომა და ეს ადამიანური მოპყრობა ამ კლიშეებით ,,გულცივად,, წოდებული გერმანიისაგან.

ადამიანი, რომელიც გამოცდის, რომ სახელმწიფო მას დაუდგა გვერდით, არა გროშებით მომადლიერებით და მერე წადი, სადაც გინდა გადაირჩინე თავი ამ ორი შაურითო, ასე კი არა, არამედ სრული თანადგომა გამოცადა, ის ამ სახელმწიფოს ერთგულია სიკვდილამდე.

ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფომ დაანახა რომ ისინი ფასეულობაა, მათი არსებობა და ყოფნა აუცილებლობაა, ჰუმანური სიმდიდრეა, აი ასეთი ადამიანები ყოველთვის სახელმწიფოს გვერდით დადგებიან და სახელმწიფოებრიობის გრძნობას სისხლ-ხორცეულად გაითავისებენ.

ოღონდაცასე ცალმხრივად არაა საქმე.

ყოველთვის ორი მონაწილე მხარეა ამ საქმეში და ერთი მხარეა ადამიანი, მოქალაქე, რომელიც ითხოვს და მეორე მხარეა სახელმწიფო, რომელსაც სთხოვ.

გერმანიას ამ ხალხმა ძალიან ბევრი, რამ მოსთხოვა და თვეები იბრძოლა ამ მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად, დასამტკიცებლად.

ისე კი არ ყოფილა, რომ ღიაა კარი და გაშლილია სუფრა, აიღე რაც გინდა და შენია.

არა, იმ ბავშვებს, რომლებიც გერმანიამ გადაარჩინა და მოურა, გვერდით ედგნენ ადამიანები, მშობლები, ახლობლები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მოთხოვნები და მიმართეს სახელმწიფოს.

იქნება და ესაა პრობლემა საქართველოში?

ვითხოვთ კი იმას რაც გვსურს?

იმას, რაც აუცილებელია ვითხოვთ კი?

ხმამაღლა და დაჟინებით ვითხოვთ?

თუ პირველივე უარზე ხელს ვიქნევთ?

ან ვითხოვთ 100 და ერთის ნახევრის ნახევარი გვეძლევა, იქნება და ესაა პრობლემა? კანონს, რომელსაც არ იყენებ არ არსებობს და გადადის უკანონობაში.

ვისურვებდი და ყველას ვუსურვებდი, ნუ გავმხდარვართ ამ უკვე დამდგარ წელს უკანონობის თანამონაწილენი.

მოვითხოვოთ ის, რაც აუცილებელია, საჭიროა და მოვითხოვოთ გულით, ჟინით და მთელი ასი პროცენტით", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუკზე.

სხვა სიახლეები:

🔳 "სასწრაფო დახმარების მანქანამ 45 წუთით დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა" - ქართლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

🔳 28 დეკემბერს ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული მაგდა ხარაიშვილი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა

🔳 მამა ბასილი: ორი სასულიერო პირი მონაწილეობდა ლექსოს ცემაში, პავლე ამირეჯიბი და ნიკოლოზ კუპრეიშვილი - პოლიციას ისინი არც დაუკითხავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783879794

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში

 პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმ...

ლევან მახაშვილი

1783878196

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას გან...

მარიამ ქვრივიშვილ

1783876664

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს

ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1783874496

სპორტი

პრესტიჟულ ტურნირზე „SENSHI World Cup 2026“ ქართველმა კარატისტებმა ორი მედალი მოიპოვეს

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მ...

კარატისტები

1783872707

მსოფლიო

ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა

 სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...

ესპანეთის ხანძარი