საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის წინასწარი ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციას და გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) 2026 წლის 7 ივნისის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემო იყო უკიდურესად პოლარიზებული და დაძაბული, ხოლო კამპანიის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ დაემუქრა ოპოზიციას და გამოიყენა შეურაცხმყოფელი ენა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული სომეხი ლტოლვილების მიმართ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ფაშინიანი, ასევე, დაემუქრა ოპოზიციური კანდიდატების კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაციით; ნაციონალიზაციის პროცედურები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც კი დაიწყო.
დასკვნის მიხედვით საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა კანდიდატებს შორის ხშირი პირადი თავდასხმებით.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ფარაჰ კარიმიმ განაცხადა, რომ აღინიშნა სიძულვილის წაქეზება და ხმების მოსყიდვის ბრალდებები.
ანგარიშის თანახმად, მთავრობის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა მთავრობის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
ხოლო, მედიის ნაწილში აღნიშნული იყო, რომ ამომრჩევლების დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა „შეფერხდა პოლარიზებული მედია გარემოთი და მოვლენების მიკერძოებული გაშუქებით მანიპულაციური ინფორმაციის გამოყენებით“.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































