კახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას

მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატესობით გამარჯვებას, როგორიც 4 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირდა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არასოდეს გაუწყვეტია.

„ჩვენი სიძლიერე ზოგადად იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და კავშირი არასდროს გაგვიწყვეტია. არიან ვიღაცები, ვისაც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება მოსახლეობა. ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ყოველდღიურად - სხვადასხვა სოციალური მედიით, შესაბამისი პლატფორმებით გვქონდა კომუნიკაცია, ან უშუალო შეხვედრებით ვესაუბრებოდით გაკეთებულ საქმეებზე, სამომავლო პროექტებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართულ გენს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა „იმედის კვირასთან“ 4 ოქტომბერს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.

„ეს არის ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ადამიანები, ვინც ამისკენ მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ჩართული იყო. აბსოლუტურად ყველას უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი და კანონის ფარგლებში მკაცრი პასუხი იქნება გაცემული”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759683799

საზოგადოება

ვაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს

დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...

სირაშე ვაჟა

1759683351

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას საქარ...

შალვა პაპუაშვილი

1759683066

სპორტი

„პატარა ეშმაკია“ - AS რეალთან გოლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის „რეალთან“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა. როგორც ცნობილი საიტი წერს, მიქაუტაძემ „რეალის“ მცველებს მოედანზე წონასწორობა დააკარგვინა: „ის...

 გიორგი მიქაუტაძეზე

1759680444

საქართველო

კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: აუცილებელია დიალოგი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან...

კაია კალასი და მარტა კოსი

1759680269

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: სასახლის ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!

„ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართუ...

 მიხეილ ყაველაშვილ