მიხეილ ყაველაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: სასახლის ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!

„ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე გუშინდელ შეტევას გამოეხმაურა და ჟურნალისტს მიმართა.
„როცა საუბარია, რომ სადღაც უნდა მივარდნენ, იქ ხომ არ იგულისხმება, რომ აუცილებლად ღობე უნდა შეანგრიონ, შევარდნენ და ასე შემდეგ, ეს ხომ ვარაუდების დონეზეა. ისინი ხომ ამით პოზიორობდნენ, რომ მშვიდობიანი აქციაა და ამას არ განახორციელებდნენ, ხომ? ის ინფორმაცია, რომ შეიძლება აქ მოსულიყო რაღაცა ნაწილი და ძალადობრივი აქტი განეხორციელებინა, მცდელობა ჰქონოდათ, ეს გვქონდა და დახვდა კიდევაც აქ სამართალდამცავი ორგანოები და საკადრისი პასუხიც გასცეს, ეს დაინახა ყველამ. რაზე გაგცეთ პასუხი, იმაზე, რომ მე ვიყო პასუხისმგებელი, რომ მათი ძალადობრივი აქტი ჩვენ უზრუნველვყავით იმით, რომ თურმე ღობე სუსტი იყო? იცით, როგორ სვამთ კითხვას - რატომ იყო ღობე ასეთი სუსტი. საზოგადოებაში რაზე გაჩნდა კითხვები? - რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე იყო სუსტი და როგორ შეიძლებოდა, სუსტი ყოფილიყო? ეს ისტორიული შენობაა, აქ ტურისტები მოძრაობენ, ხანდახან როცა გამოვდივარ ხალხი გარედან მესალმება, ახლა ჩვენ თუ ჩავრაზეთ, ავაშენეთ კედლები, დავმალეთ მთლიანად ეს შენობა, ეს გინდათ გავაკეთოთ?! ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1759680444
საქართველოკაია კალასი და მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: აუცილებელია დიალოგი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან...
1759677014
ახალი ამბებისუსი: ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით არის შეძენილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნ...
1759675551
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდს, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული შეთქმულების ნაწილი
ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო...
1759673329
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა ან...
1759672796
საზოგადოებაირლანდიური გამოცემა The Islander-ი: თბილისში გუშინდელი ქაოსის სცენარისტი სალომე ზურაბიშვილია
ახალი ამბების ირლანდიური გამოცემა The Islander-ი გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ადანაშაულებს. გამოცემის ცნობით, თბილისში გუშინდელი ქაოსის სცენარ...