საერთაშორისო დამკვირვებელი: ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში, ეს მიუღებელია, არის სხვა გზები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა

„არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საერთაშორისო დამკვირვებელმა ესპანეთიდან ლუის ურიბე ეჩებარიამ.
მისივე თქმით, „შეუძლებელია, რომ ძალადობით ჩვენ სხვადასხვა იდეები მოვახვიოთ ერთმანეთს თავს“.
„როგორც მე აქამდე განვაცხადე, პროტესტი, შეკრება, ეს არის დემოკრატიის თანმდევი ნაწილი, მაგრამ ამავე დროს, ხაზგასმით გეუბნებით, ჩემთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირის, ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლები საუბრობენ ძალადობის თავიდან აცილებაზე, თუმცა ამავე დროს ისინი ჩუმად არიან იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ თბილისის ქუჩებში.
ჩვენ ვნახეთ როგორ შეეცადნენ მოქალაქეები ძალადობრივი გზით შეჭრილიყვნენ საპრეზიდენტო სასახლეში. ეს მიუღებელია. არის სხვა გზები, სხვა მეთოდები, რათა დაიცვან საკუთარი იდეები, პოლიტიკური გემოვნება. თუნდაც პოლიტიკური პარტიები. შესაძლებელია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, რათა დაარწმუნონ მეორე მხარე, დაარწმუნონ მოქალაქეები, მაგრამ ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ ძალადობას, რომელიც მიუღებელია. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ძალადობით ჩვენ სხვადასხვა იდეები მოვახვიოთ ერთმანეთს თავს, ეს ხომ არ არის დემოკრატია”, - აღნიშნა მან.
1759686680
ახალი ამბებიმოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხ...
1759685719
საზოგადოებაკახა კალაძე: მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას - ეს არის ქართველი ხალხის, თბილისელების პასუხი იმ აგენტების, უსამშობლო ადამიანების მიმართ, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას
მხარდაჭერას და თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, როდესაც ვხვდებოდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კითხვაზე, ელოდა თუ არა ისეთი უპირატე...
1759685563
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქართველ ხალხს ჰქონდა არჩევანი მიეცა ხმა ისეთი საქართველოსთვის და ისეთი ხელისუფლებისთვის, ვის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ - მიიღება მხოლოდ საქართველოში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევანი ძალი...
1759683799
საზოგადოებავაჟა სირაძე: დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით. შსს აუცილებლად იქნება მოწოდების სიმაღლეზე და გაატარებს შესაბამის ზომებს
დღესაც მიმდინარეობს მუშაობა დამნაშავე პირების იდენტიფიცირებისა და დადგენის მიზნით, - განუცხადა „იმედის კვირას“ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ორბელიანის მოედანზე რადიკალების მ...
1759683351
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას საქარ...