შალვა პაპუაშვილი: თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის განცხადებას საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.
„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა.
არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.
რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
1759680444
საქართველოკაია კალასი და მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: აუცილებელია დიალოგი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალადობისგან თავი შეიკავონ
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან...
1759680269
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე: სასახლის ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!
„ღობე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ დაენახა ეს შენობა საზოგადოებას - ერთ დღეში უნდა გაგვემაგრებინა ისე რომ დაგვემალა ეს შენობა?!“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართუ...
1759677014
ახალი ამბებისუსი: ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით არის შეძენილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნ...
1759675551
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილი: ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდს, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული შეთქმულების ნაწილი
ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო...
1759673329
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა ან...