კალაძემ „სადგურის მოედნის“ გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე ექსპერტების ჩართვის დავალება გასცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერსა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს დაავალა, თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის მართვაზე დაიწყონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრობლემა იქმნება მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, სადაც მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.

"იმ 70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ.

მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად.

პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა.

მინდა, მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ, რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით.

პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებასა და მოწესრიგებაზე, რათა ამ გვირაბში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, მეტროპოლიტენში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მუდმივად იდგმება კონკრეტული ნაბიჯები როგორც მგზავრთა უფრო დიდი ნაკადების მომსახურების, ისე უსაფრთხოების მიზნით.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებამდე და შემადგენლობების დამატებამდე, მეტროში მოცდის დრო 7-8 წუთიდან სამ წუთამდე შემცირდა. გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ მეტროში სრულად შეიცვალა ძალოვანი კაბელები სასიგნალიზაციო სისტემებისა და დისპეჩერიზაციის მოწყობის ჩათვლით. ასევე, შეიცვალა სავენტილაციო აგრეგატებიც.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე, მაგრამ დავაგვიანე" - აფხაზეთის ომის უცნობი გმირები

* კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ავტობუსის გაჩერებაზე დაჭრა, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

* "ვიღაც ქალი მწერს 100 ლარი მჭირდებაო, თუ ხვდებით რა მოხდა?" - დათო ლიკლიკაძე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა

1794404929

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე

1794403572

საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...

პაატა კვიჟინაძე