კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა უსაფრთხოების საკითხების დაბალანსების და იმ პირების მხარდასაჭერად, რომლებიც გაურბიან ომსა და რეპრესიებს
"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან რთული საკითხი და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა ნამდვილად არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი.
"ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა იღებს სხვადასხვა ზომას საკუთარი გარემოებებიდან გამომდინარე და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები, რაც არის უმთავრესი, აგრეთვე იმ პირების მხარდაჭერა, რომლებიც გაურბიან რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში.
ელჩი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“.
დეგნანის თქმით, აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ.
„მინდა ხაზი გავუსვა ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ გზავნილს, რომელიც მკაცრად გმობს ბატონ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა პოლიტიკურმა ლიდერებმა მთელი პოლიტიკური სპექტრიდან ხმამაღლა გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელი ვიზიტის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.
განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
აშშ არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა" - პაპუაშვილი
1793887653
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია
„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...
1793887136
ახალი ამბებისიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ
საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...
1793887079
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...
1793884010
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...






























