ხილის მოპარვის გამო, მეზობელმა ბავშვი პლასტმასის მილით სცემა
სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა – "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 12 წლის ბავშვის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, ხილის მოპარვის გამო, მეზობელმა ბავშვი პლასტმასის მილით სცემა:
"2021 წლის მაისში ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა. რის შემდეგაც ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელს ზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.
ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.
გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქმეში ბავშვის ინტერესების დასაცავად PHR-ი ჩაერთო, ორგანიზაციამ მოითხოვა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით.
პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.
PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე.
PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.
2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას.
შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.
სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს.
PHR განაგრძობს ბავშვის ინტერესების დაცვას", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...































