ხილზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე მაისში ფასები გაიზარდა

ხილზე და ყურძენზე, პურზე, თევზეულზე, ზეთზე, მინერალურ წყლებზე და უალკოჰოლო სასმელებზე, 2022 წლის მაისში ფასები გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე.

2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (20.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.2 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაზრდილია როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.0 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.3 პროცენტი)“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვისთვის არის აღნიშნული პერიოდი დადებითი

🔵 "სააკაშვილი 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ დიდი რეფორმატორის სიცოცხლე" - ლიზა იასკო

🔵  ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ რაღაცნაირად მოახერხონ საქართველოში სიტუაციის ამოყირავება - მდინარაძე ოპოზიციაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790184550

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა