ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეუთოს წარმომადგენლებს პირად საუბრებში მოეხადათ ბოდიში, ჯობდა საჯაროდ გამოეხატათ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
„აქ რომ მოდიხარ, მელაპარაკები, ბოდიშს იხდი, უხერხულობას აფიქსირებ, გამოდი ხმამაღლა ილაპარაკე, დააფიქსირე, თავშეკავებით მაინც დააფიქსირე, რაღაცა ფორმით დააფიქსირე. ერთ-ერთმა დელეგაციის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ პატარა სახელმწიფო ხართო და ასეთია პატარა ქვეყნების ბედიო, თქვენ არც ბომბები გაქვთ, არც რაკეტები, არც ატომური ბომბი და ხომ იცით, რომ ასეა აწყობილი, რატომ მისვამ ამ კითხვასო.
დღეს პრაქტიკულად მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა, იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს ორგანიზაციები ნაცვლად იმ მიზნის განხორციელებისა, რატომაც შეიქმნა თავის დროზე, გამოყენებულია პოლიტიკური დაპირისპირების არენად, პოლიტიკური ანგარიშსწორების და შურისძიების სივრცედ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
1783878196
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას გან...
1783876664
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს
ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელ...
1783874496
სპორტიპრესტიჟულ ტურნირზე „SENSHI World Cup 2026“ ქართველმა კარატისტებმა ორი მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მ...
1783872707
მსოფლიოესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა
სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...
1783870381
საზოგადოებაპატრიარქი: ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში
უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესა...


























