ირაკლი ქადაგიშვილი: ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი - როდესაც ეკლესიას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს

ჭირიც და ლხინიც ქართველ ერს და საქართველოს ეკლესიას ერთად აქვთ გავლილი. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესია არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი და ფუძემდებელი ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი შეფასებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „რაღაცის ქსელად“ მოხსენიება, როგორც ევროპარლამენტის რამდენიმე კვირის წინანდელ რეზოლუციაში მოხდა, ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობას ნიშნავს.

„როდესაც მას მოიხსენიებ რაღაცის ქსელად, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქართველ ერს, ქართველი ერის ისტორიას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციას”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იგი ასევე იხსენებს NDI-ის კვლევებს, სადავ ეკლესიის მიმართ ნდობა გარკვეულ პერიოდში შემცირებულად იყო ასახული და მიზანი ამ შემცირების გაგრძელება იყო.

„იყო ასეთი ცნობილი ფაქტი იყო, რომელიც NDI-სთან იყო დაკავშირებული, სადაც სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების დიაგრამა ჰქონდათ გაკეთებული, თუ რა დინამიკა ჰქონდა ეკლესიისადმი ნდობას და მათი კვლევის მიხედვით რაღაც მომენტში ცოტა შემცირებული იყო [ნდობა]. სამიზნე იყო, რომ ეს შემცირება მუდმივად გაგრძელებულიყო. ამიტომ ეს მოვლენა არახალია”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783872707

მსოფლიო

ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა

 სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...

ესპანეთის ხანძარი

1783870381

საზოგადოება

პატრიარქი: ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესა...

 შიო მესამე

1783868944

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილზე: რატომ არის ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ, სტატუსში მიუთითებს, სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“, არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რო...

დავით ქართველიშვილი

1783868166

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ...

დავით სონღულაშვილი

1783866818

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო უწყებების დროული რეაგირება და ევაკუაციის ღონისძიებებია იმის მიზეზი, რომ თელავში ზარალი კიდევ უფრო მასშტაბური არ არის, მაგრამ ჩერგოლეიშვილისთვის მთავარია საკუთარი პოლიტიკური აუდიტორიის გაღიზიანებაა

ჩერგოლეიშვილი განცხადებაში მაღალფარდოვანი ტერმინებითა და პათეტიკური ფრაზებით ცდილობს საკუთარი სიღრმისეული სიბრიყვე, უპასუხისმგებლობა და ტყუილი დაფაროს. მისი სიტყვები „ჟუჟუნა წვიმა“ საერთოდ სასაცილო და...

დავით ჩიხელიძე