მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „ლელოს" განცხადებაზე: არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი ინიციატივები, იმიტომ, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, კარნახის საფუძველზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს” წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.
„რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი ოპონენტების მსგავსი, ასე ვთქვათ, ინიციატივები, იმიტომ რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ, არიან და ალბათ ყოველთვის იქნებიან, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ გარედან, ასე ვთქვათ, კარნახის საფუძველზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილი ამ საკითხზე საუბრისას განმარტავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი, სახელმწიფოს მფლობელობაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რამეთუ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1783874496
სპორტიპრესტიჟულ ტურნირზე „SENSHI World Cup 2026“ ქართველმა კარატისტებმა ორი მედალი მოიპოვეს
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასი“ გაიმართა, რომელზეც ქართველი კარატისტები მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა მინდია მგელაძემ (-70 კგ) და დავით მ...
1783872707
მსოფლიოესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა
სამხრეთ ესპანეთში ტყის ხანძარი, რომელსაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 12 ივლისს კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ასობით ევაკუირებულ მცხოვრებს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა. როგორც მედია წერს,...
1783870381
საზოგადოებაპატრიარქი: ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში
უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესა...
1783868944
საზოგადოებადავით ქართველიშვილი ჩერგოლეიშვილზე: რატომ არის ასეთი დაუნდობელი ევროკავშირის მიმართ, სტატუსში მიუთითებს, სხვის უბედურებაზე ღლიცინი, სადაც ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა „კორუფციითა“ და „ავტოკრატიით“, არაადამიანური და ანტიდასავლური რიტორიკით დაუშვებელია
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელშიც ჩერგოლეიშვილი წერს, „ავტოკრატიის თანამდევი სისტემური შედეგია ის, რო...
1783868166
საზოგადოებადავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ...



























