მარიამ ქვრივიშვილი: არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას უზრუნველვყოფთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო - სომხეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ ფორმატში. მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები.
„სომხეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ გააგრძელოს მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება. ასევე განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, ისევე როგორც ახალი ინიციატივები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტზე, ლოგისტიკაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო - სომხეთის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში როგორც რეგიონულ, ისე ორმხრივ ფორმატში.
„დარწმუნებული ვარ, სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შედეგად, ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველვყოფთ საერთო ძალისხმევით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური აქტივობების ზრდას,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...
1779088108
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...
1779086730
ახალი ამბებისაქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...
1779086001
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...
1779085233
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...































