მარიამ ქვრივიშვილი: ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით

სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგს და ღია ფინანსებს, რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და აბალანსებს, როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას.
სამიტი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
მინისტრის შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტიც რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამის ნათელი დადასტურებაა დღის წესრიგში შესული საკითხები, მათ შორის, მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგიონში შესაბამისი რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვისა თუ შუა დერეფნის პოტენციალის თემატიკა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ფინანსური სამიტის ორგანიზატორებს - Global Finance and Technology Network-ს, რომელსაც გლობალურ დონეზე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის და რომელიც არაერთ ქვეყანაში ატარებს მაღალი დონის ფინტეკ ღონისძიებებს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ხაზი გაუსვა მათთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსურ სექტორში რეფორმების კუთხით.
1761212177
საზოგადოებაSMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Summit Tbilisi 2025, წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიება SMH Global-ის ორგანი...
1761210700
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა
ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო...
1761209530
საზოგადოებანათია თურნავა: საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - „თბილისის ფინანსურ სამიტს“
„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ იმართება. ღონი...
1761209020
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას. ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის ინტერპელაციის კითხვები უკვე გაგზავნილია
გვაქვს აბსოლუტურად განახლებული ინტერპელაციის წესი, ვაპირებთ ინტერპელაციების აქტიურად გამოყენებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა...
1761208961
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრანტების დაკავების ფაქტებზე: კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შსს ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას იყენებს
ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იყენე...