შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრანტების დაკავების ფაქტებზე: კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შსს ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას იყენებს

ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იყენებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას.
იგი სამართალდამცველების მიერ უკანონო მიგრანტების დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა.
„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, მნიშვნელოვანია საქართველოს შიდა შრომითი ბაზრისთვის, როდესაც არალეგალური დასაქმება ხდება, როდესაც კრიმინალურ მდგომარეობაზე შეიძლება, გავლენა ჰქონდეს და ეს არის მათ შორის, ნაწილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის ჩვენი მხრიდან აღებული პასუხისმგებლობისა, რომ საქართველომ თავადაც იზრუნოს, რომ არ იყოს არალეგალური მიგრაცია, რომელიც შეიძლება, შემდეგ როგორღაც გადაედინოს ევროკავშირში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, ზოგადად, ეს რისკები დაბალია.
ასე, რომ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ კანონში ცვლილებებიც მივიღეთ, რომ ეს პროცედურები იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი. კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ აქტიურად მუშაობს და ჩვენ მიერ გადახალისებულ კანონმდებლობას აქტიურად იყენებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1761216082
საზოგადოებაღარიბაშვილის ადვოკატი: მან გასცა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა - რაც შეეხება თანხას, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით
რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-...
1761215121
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი მოდება...
1761212904
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა - ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს
„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) —...
1761212177
საზოგადოებაSMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Summit Tbilisi 2025, წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიება SMH Global-ის ორგანი...
1761210700
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა
ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო...