საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა - ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს

„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო”,- ამის შესახებ მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხატია ხოსროშვილი აღნიშნავს, რომ დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა, არამედ ეს არის ისტორია ადამიანობაზე და სიკეთეზე.
„არ ვიცოდით დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად. დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა . მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და Eka Gvritishvilii— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას - ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა ..“,- წერს დონარა გვრიტიშვილის შვილი სოციალურ ქსელში.
1761224758
ახალი ამბებიარასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატუ...
1761223286
ახალი ამბებიპროკურატურამ დააკავა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც ნაქირავებ სახლში სათბური გააკეთეს, კანაფი მოიყვანეს და უკანონო გზით 200 ათას ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათეს...
1761222262
საზოგადოებაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას...
1761221638
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: აქამდე „გახარია საქართველოსთვის“ იყო, ახლა „გახარია გერმანიისთვის“ არის, მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება
მათი პარლამენტში შემოსვლით საკანონმდებლო ორგანოს არც რაიმე მოემატება და არც დააკლდება. თუ შემოვლენ, საზოგადოების იმ ნდობას გაამართლებენ, რაც თავის დროზე მიიღეს, - ასე აფასებს გიორგი გაბუნია პარტიის „გ...
1761217805
ახალი ამბებიყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. განცხადება პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატუ...