ნათია თურნავა: საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - „თბილისის ფინანსურ სამიტს“

„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ იმართება.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.

,,დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - თბილისის ფინანსურ სამიტს. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

,,მოხარული ვარ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოც უერთდება”, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761216082

საზოგადოება

ღარიბაშვილის ადვოკატი: მან გასცა ამომწურავი პასუხი ყველა კითხვას, რაც გამოძიებას ჰქონდა - რაც შეეხება თანხას, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით

რაც შეეხება თანხას და აღნიშნულ ეპიზოდს, ამასთან დაკავშირებით მისცა სწორედ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენება, განმარტებები გააკეთა ამ თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით, - განაცხადა ყოფილი პრემიერ-...

ღარიბაშვილის ადვოკატი

1761215121

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი მოდება...

საქართველოს პრეზიდენტმ

1761212904

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე სენთან მებრძოლი მსახიობის დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა - ამის შესახებ მსახიობის შვილი სოციალურ ქსელში წერს

„მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას ( პატიმარი შეწყალებულია) —...

მიხეილ ყაველაშვილ

1761212177

საზოგადოება

SMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Summit Tbilisi 2025, წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიება SMH Global-ის ორგანი...

SMH-ის თანაორგანიზები

1761210700

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს მიერ ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილზე: ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა

ევროკავშირის საელჩოს ერთადერთი შანსი აქვს ის, რომ მათ ამ წერილის დეზავუირება გააკეთონ, თქვან, რომ ეს იყო შეცდომა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საელჩო...

შალვა პაპუაშვილ