მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ და მეუფე შიომ აღავლინეს.
ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმიდის მადლი გადადის.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმიდით აივსო.
მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რადგან ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.
სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
* საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიაანთკართან "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს
1790245839
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
„როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გი...
1790244128
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როცა დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს უკვე თავისთავად ანტიევროპულია
„ორ კვირაში ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და ჩვენ, ისევე როგორც ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან,...
1790243859
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში
„ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში“, - განაცხადა პარლამენ...
1790243828
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა
„ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა...
1790240826
ახალი ამბები3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცე...



























