გიორგი კალანდარიშვილი: ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდს, დადასტურდა, რომ იყო გარკვეული შეთქმულების ნაწილი

ჩვენ ყველა არჩევნებზე ასე ვმოქმედებთ და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც თითქმის, ერთი წლის განმავლობაში შლეიფად მოჰყვებოდა მთელს წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო უსაფუძვლო და გარკვეული შეთქმულების ნაწილი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შეფასებისას.
მისივე თქმით, იყო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები, თუნდაც გუშინაც სხვადასხვა დაინტერესებული პირი თუ სუბიექტი მანიპულაციურად ცდილობდა, მოეხდინა ნეგატიური განწყობების ფორმირება. თუმცა, საბედნიეროდ, ეს ყოველივე იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევები.
„აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადმინისტრირების ხარისხი არის მაღალ დონეზე განხორციელებული, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება წამყვანი, დემოკრატიის მქონე ევროპულ ქვეყნებს.
შესაბამისად, გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, ის, რომ შედეგების სწრაფად გამოცხადება მოხდა ქართული თანამედროვე არჩევნების ისტორიაში - საათსა და ოცდახუთ წუთში ჩვენ უკვე გვქონდა წინასწარი შედეგები კონსოლიდირებული სახით, რაც ტექნოლოგიური ინტერვენციის შედეგია; რაც ასევე არის სწორი დაგეგმარებისა და ორგანიზების შედეგი; რაც არის ჩვენი მომზადების შედეგი და რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
1759668539
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის
რასა იუკნევიჩიენე და ჟიგიმანტასები არ არის ჩვენთვის ევროპა და დასავლეთი. ესენი არიან აგენტები. ცრუ ნარატივებზე აწყობილი, უსტანდარტო განცხადებები თუ რეზოლუციები გაფერმკრთალდა ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგ...
1759667710
საზოგადოებაირაკლი კირცხალია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“: გუშინ დასრულდნენ ისინი. ამ რევოლუციური მცდელობით მოახდინეს თვითლიკვიდაცია, როგორც სამართლებრივ ჭრილში, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში
პირველ რიგში, რაც შეეხება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაქრობას პოლიტიკური სივრციდან, ისინი დასრულდნენ გუშინ, ამ არჩევნების შედეგებით, - განაცხადა საპარლამენტო უმარვლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტ...
1759667658
საზოგადოებაკირცხალია: დარწმუნებული ვარ, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში
„დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც...
1759667232
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ, რეალურად მშვიდობია...
1759666148
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი
ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნ...