დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე.

„ხშირად ისმის შეკითხვა:- არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართვით, გამოხატავს თუ არა ქართული ეკლესიის პოზიციას?

პასუხია: - არა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მოქმედებს საკუთარი შეხედულების მიხედვით და არა პატრიარქის კურთხევით.

4 ოქტომბრის საპატრიარქოს განცხადებაში, მისი ოფიციალური პოზიციაა ასახული, არქიმანდრიტი დოროთეს ქმედება კი მის შინაარსთან მოდის წინააღმდეგობაში.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

არჩევნებს, საერთოდ ყველგან და საქართველოშიც, დაძაბული ფონი ახლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან მუდმივად არის მცდელობა იმისაც, რომ ამ დაძაბულობაში სასულიერო პირებიც ჩართონ, რაც არასწორია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩნდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.

არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759667658

საზოგადოება

კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც ცდილობდა შეჭრილიყო ადმინისტრაციულ შენობაში

„დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა შედეგამდე და ძალიან მკაცრად აგებს პასუხს თითოეული კანონდამრღვევი, ეს იქნება ჟურნალისტზე თავდამსხმელი, პოლიციელზე თავდამსხმელი, თუ ძალადობრივი ჯგუფის მონაწილე, რომელიც...

ირაკლი კირცხალი

1759667232

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს, რადგან გუშინ ვნახეთ ამ უსამშობლოთა ბოლო გაფართხალება. კარგად ვნახეთ როგორი მშვიდობიანი დამხობა გამოუვიდათ, რეალურად მშვიდობია...

ირაკლი კირცხალია

1759666148

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტზე თავდამსხმელი იყო ზუსტად ის ადამიანი, ვინც იყო სრულად ეკიპირებული - ჩაფხუტებით, აირწინაღებით, სპეციალური ტანსაცმლით მომზადებული ტერორიზმისთვის. გუშინ, ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის შიდა ტერორიზმი

ჩვენი შეფასება არის ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი და მძიმე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გუშინ, სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში მონაწილე ჯგუფების მიერ ჟურნ...

შალვა პაპუაშვილი

1759666082

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გახსოვთ როგორ იხუტებდნენ ამ თავდამსხმელებს სხვადასხვა დიპლომატები, რომლებიც მათ ეძახდნენ საქართველოს მომავალს. ეს იყო მომზადება, ზიზღით დატვირთვა ადამიანების, რადგან სწორედ ამ კულმინაციამდე მისულიყო

დღევანდელი დაანონსებული აქცია არის გუშინდელის გაგრძელება და გუშინდელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო გუშინწინდელი აქციის გაგრძელების ნაწილი. ეს არის ერთი ჯაჭვი, რომელიც შარშან საპარლამენტო არჩე...

შალვა პაპუაშვილ

1759663406

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი, ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო - სამართალდამცველებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვეს

გუშინ საქართველო გადაურჩა მაიდანიზაციას, სისხლის ღვრას, ქაოსს და ბნელ წარსულში დაბრუნებას. გადავურჩით არა იმიტომ, რომ რომელიმე ექსტრემისტი ან მისი უცხოელი ინსტრუქტორი გონს მოეგო. გადავურჩით იმიტომ, რო...

შალვა პაპუაშვილი