მიხეილ ყაველაშვილი: მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი, - განაცხადა გადაცემაში “იმედის კვირა” საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

„მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ასე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გააანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუბიოც საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზდაეც წინა დღეს ვენსთან ისაუბრა, საერთო ღირებულებებზე და იმაზე, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა სანამ გაიმარჯვებდა და შემდგომაც.

„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გაანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770565418

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი დაკომპლექტდა მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობისთვის, ათიათასობით აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის ნიშანი, მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის

არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV“-თან ინტერვიუში. მთავრობის მ...

ირაკლი კობახიძე

1770564954

საზოგადოება

პრემიერი: რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან ძალიან მალევე, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს

შევძელით „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, რასაც ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები - ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელ...

ირაკლი კობახიძე

1770563741

საზოგადოება

პრემიერი: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ

ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან...

ირაკლი კობახიძე

1770562059

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრები 54:3 დაამარცხა

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს. სულ მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:3 გახდა. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა...

ბორჯღალოსნებ

1770557652

საზოგადოება

პრემიერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თსუ-ს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბ...

ირაკლი კობახიძე