პრეზიდენტი: მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, ალბათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ჩვენს ორ ქვეყანას ისე აღდგეს

აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობა, ის რომ ჩვენ ღია ვართ, ჩვენ გულწრფელები ვართ, რასაც მანამდე ვიძახდით ახლაც იმავეს ვიმეორებთ, ჩვენი ქვეყანა ამითაც ვართ გამორჩეული, რომ არ ვართ სხვისი პოზიციების და სხვისი მოლოდინის რეჟიმში, რომ ვინ რას იზამს და ამის მიხედვით ჩვენ ვიყოთ მოტივირებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოწვევები, ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური საკითხები, რაზედაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ და ამას აფასებენ სწორედაც, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“.

მისივე თქმით, აშშ-ს წინა ადმინისტრაცია საქართველოში პოლიტიკური ამინდის შეცვლას ცდილობდა.

„ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს ურთიერთობები სწორედ ამ დიდი ნეგატივის გამო იყო აბსოლუტურად შეცვლილი და დაზიანებული, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება მათი მხრიდან, თორემ ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც გვქონდა დამოკიდებულება და ვგრძნობდით კიდევაც, რომ ეს არ არის ის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილის მსურველია, წინა ადმინისტრაციაზე ვსაუბრობ, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში, ესე უხეშად ცდილობდა აქ პოლიტიკური ამინდის შეცვლას.

ის ორგანიზაციები, რომელიც ამ ახალმა ადმინისტრაციამ გააუქმა USAID და NED, რომელიც პირდაპირ ავნებდნენ, სოროსის ფონდი, რომლისთვისაც პირდაპირ ბრძოლა აქვს გამოცხადებული აშშ-ს პრეზიდენტს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პირდაპირ მტრობდნენ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას. ამაში ხომ თანხვედრაა, ამას ხომ ვერავინ მოიგონებს. ესენი გადაკეთდნენ ახლა, ეს რადიკალური ფრთა, როგორც აუქნევენ დროშას და ხელს ისე მოქმედებენ - მაშინ ტრამპი იყო მათი მოწინააღმდეგე და თურმე რუსეთის კაცი, დღეს ტრამპი არის მათი მაშველი და ა.შ. ჩვენ ხომ ესე არ ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იმ ნეგატივის გაანალიზებას და გაწმენდას, რომელიც აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ დატოვა დრო სჭირდება, იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობები.

„ეს არის მთავარი გაიაზროს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვცხოვრობთ, უბრალოდ როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით ამ საპასუხო რეჟიმში, რომ ჩვენ რაღაცა გვითხრეს და რატომ არ ვაკეთებთ და ა.შ. და ჩვენ უნდა გაგვეცა პასუხი, ეს პირიქით იყო, რომ მათ ეს დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა ამ მთელ ნეგატივს, რომ ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ეს პასუხია, რომ თუ გადავავლებთ თვალს მთელ ნეგატიურ პროცესს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდებოდა წინა ადმინისტრაციის დროს, საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ჩვენს ორ ქვეყანას ისე აღდგეს და დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები და დანარჩენი ამის შემდეგია, ვთქვათ სად შეიძლება თანხვედრა, სად შეიძლება ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის გათვალისწინება და ა.შ. ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ ღია ვართ, საკმაოდ მყარად ვართ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770565418

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი დაკომპლექტდა მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობისთვის, ათიათასობით აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის ნიშანი, მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის

არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV“-თან ინტერვიუში. მთავრობის მ...

ირაკლი კობახიძე

1770564954

საზოგადოება

პრემიერი: რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან ძალიან მალევე, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს

შევძელით „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, რასაც ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები - ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელ...

ირაკლი კობახიძე

1770563741

საზოგადოება

პრემიერი: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ

ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან...

ირაკლი კობახიძე

1770562059

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრები 54:3 დაამარცხა

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს. სულ მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:3 გახდა. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა...

ბორჯღალოსნებ

1770557652

საზოგადოება

პრემიერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თსუ-ს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბ...

ირაკლი კობახიძე