პრემიერი: დღეს ყველა კონსტიტუციური ორგანო და სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს ერთი კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება, მოსახლეობის ინტერესების დაცვა, გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს
სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ხმაშეწყობილად მოქმედებდეს ყველა კონსტიტუციური ორგანო, ამ კუთხითაც იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ყველა კონსტიტუციური ორგანო და სახელმწიფო დაწესებულება მოქმედებს ერთი კონკრეტული ინტერესით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
„გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში. იყო ზეწოლა სხვადასხვა ინსტიტუტთან მიმართებით. მაგალითად, ეროვნული ბანკის შემთხვევა მინდა გავიხსენო, როდესაც მათ შორის, ევროპული ბიუროკრატია ითხოვდა პარლამენტისგან, რომ არ დაეკომპლექტებინა ეროვნული ბანკის საბჭო. როგორ შეიძლება, ასეთი მოთხოვნით გამოხვიდე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ არ გავითვალისწინეთ ევროპული ბიუროკრატიის ეს მოთხოვნა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს გადასცდა ჩვენი სავალუტო რეზერვები, ლარის კურსი გამყარდა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ამ შემთხვევაში ევროპული ბიუროკრატიისთვის, მაშინ მართლაც ახდებოდა ის პროგნოზები, რომლებსაც ე.წ. ექსპერტები აკეთებდნენ მათივე დაკვეთით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ დროს ბოლომდე უნდა დავიცვათ ხოლმე ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ეროვნული ბანკის შემთხვევაში ეს გავაკეთეთ და ეროვნული ბანკი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად საბედნიეროდ და არა არაფორმალური ძალების და ევროპული ბიუროკრატიის ინტერესების შესაბამისად. ეს ეხება უკლებლივ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს და ეს აუცილებელია ამ გამოწვევებით სავსე ვითარებაში. ვგულისხმობ რეგიონულ კონტექსტს და მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საკუთარი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვა და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ იმ მდგომარეობით, იმ ვითარებით, რომელიც სახელმწიფო სისტემაში დღეს არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა პრემიერმა.
1770565418
საზოგადოებაპრემიერი: როგორც კი დაკომპლექტდა მთავრობა, მივიღეთ გადაწყვეტილება სამთავრობო აქტების გამჭვირვალობისთვის, ათიათასობით აქტია გამოქვეყნებული, ნებისმიერს შეუძლია, დაინტერესდეს, არის თუ არა იქ კორუფციის ნიშანი, მზად ვართ კითხვებზე პასუხისთვის
არც ერთ დარგობრივ პოლიტიკას არ აქვს წარმატების რესურსი, თუ თვითონ მართვის სისტემა არ არის მოწესრიგებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „POSTV“-თან ინტერვიუში. მთავრობის მ...
1770564954
საზოგადოებაპრემიერი: რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ დამტკიცებიდან ძალიან მალევე, იყო რევოლუციის მცდელობები, რომელიც წარუმატებლად დასრულდა და ეს აჩვენებს ხელისუფლების სიძლიერეს
შევძელით „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, რთული პროცესები გამოიარა ჩვენმა მთავრობამ, რასაც ხმარდებოდა ქვეყნის გარედან შემოსული თანხები - ეს იყო უამრავი პროპაგანდისტული ხაზი, მათ შორის, მიმართული სახელ...
1770563741
საზოგადოებაპრემიერი: ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, 4 ოქტომბერს დამხობის მცდელობასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ
ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან...
1770562059
სპორტი„ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარიის ნაკრები 54:3 დაამარცხა
მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დადეს. სულ მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო გაიტანა და საბოლოო ანგარიში 54:3 გახდა. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა...
1770557652
საზოგადოებაპრემიერი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თსუ-ს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბ...



























