მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ - საპატრიარქო მრევლს 5 ივლისს ქაშვეთის ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდებს
საქართველოს საპატრიარქო "პრაიდთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
ექსკლუზივ TV საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:
„ამა წლის 29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ ,,თბილისი-პრაიდის’’ ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.
იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.
ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.
ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. ,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.
ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ.
მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.
ა/წ 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1779094151
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: დროა, სამუდამოდ გაივლოს მკაფიო ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვას შორის, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს დაუსჯელად გინებას, მუქარას და ადამიანების მორალურ განადგურებას
ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „შსს-ში შეიქმნება...
1779093225
ახალი ამბებიშარმანაშვილი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ სააკაშვილის მიმართ ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!
„კარგი, ვთქვათ ჩვენ გამოვიგონეთ ეს ბრალდებები, სტრასბურგმაც გამოიგონა?!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. ასე გამოეხმაურა დეპუტატი დამოუკიდებელ მედიაზე თავდამს...
1779092298
ახალი ამბებიმდინარაძე 26 მაისის აქციაზე: შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ უბედურება აგვეცილებინა თავიდან
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს,...
1779090808
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ
მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხე...
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...































