ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს დახურავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ დახურავს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ „რადიო თავისუფლების“ უნგრულ ბიუროს, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს 2026 წლის არჩევნებში.

აშშ-ის მთავრობის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელმა კერი ლეიკმა, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობას ზედამხედველობს, კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, შეაჩეროს უნგრულენოვანი Szabad Europa-ს დაფინანსება.

„ის [Szabad Europa] სინამდვილეში ამ ქვეყნის [უნგრეთის] დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული გლობალისტურ რადიო პროგრამას არ უნდა მოხმარდეს. ის ნატოს მოკავშირეა და გლობალისტებს ვიქტორ ორბანი სძულთ“, - აღნიშნა მან.

გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ლეიკი ცალმხრივად დახუროს Szabad Europa.

ამ წლის დასაწყისში აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე შეუმცირა პრაქტიკულად ყველა დაფინანსება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ მაუწყებლებს, მათ შორის „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფალ აზიას“.

Szabad Europa-მ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიხურა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა მისი დაფინანსება 2020 წელს დაამტკიცა უნგრეთში სიტყვის თავისუფლების შემცირების შესახებ შეშფოთების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 ნოემბერს თეთრ სახლში ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრის დროს მან აღფრთოვანება გამოხატა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ და განაცხადა, რომ ის შემდეგ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762533630

ახალი ამბები

ლევან კოჭლოშვილი ოპოზიციას: ბოლო ათი არჩევნებია, მოსახლეობა თქვენ გაცხადებთ არალეგიტიმურად და რა უფლებით საუბრობთ მიხეილ ყაველაშვილზე - ის არის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას პრინციპულად და პასუხისმგებლობით აგრძელებს

„მიხეილ ყაველაშვილი არის ლიდერი, რომლის გზაც სპორტიდან სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისკენ გადადის - სიძლიერის, თავმდაბლობისა და ერთგულების შერწყმით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშ...

ლევან კოჭლოშვილი

1762531561

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა, აბსურდულია და საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება

ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, - განაცხადა...

მაკა ბოჭორიშვილი

1762528818

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ჰერჩისკის წერილზე: ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო იმიტომ, რომ ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე

ეს წერილი მორიგი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვთქვით, რომ ჰერჩინსკიმ და მისმა მეგობრებმა დასაჯეს საქართველო და ამ რადიკალე...

ირაკლი ზარქუა

1762527044

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებსა და ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე, ინსულინით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ...

მიხეილ სარჯველაძ

1762526946

ახალი ამბები

კრწანისისა და სამგორის რაიონებში 8 ნოემბრიდან მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას

8 ნოემბრიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალი მარშრუტი დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას. თბილისის მერიის ინფორმაციით, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „300 არაგველის“...

ავტობუსი