პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 18 ივნისს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლის მამას, განსაკუთრებული სისასტიკით დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ბრალდებულმა მეუღლის დედის მიმართ იძალადა, შემდეგ კი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა იგი.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ოჯახის წევრის მიმართ) და 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
1773736834
საზოგადოებარეგიონებში ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო - მოქალაქეები, სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური და...
1773736199
საზოგადოებაპაპუაშვილი: ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით სხვათა სასარგებლო პროცესში უნდა ჩავბმულიყავით და დაგვეჯერებინა, რომ მარცხი გამარჯვებაა, ტყუილი სიმართლეა და სიტყვიერი გამხნევება ბრძოლის ველზე გამოსადეგი იარაღი
ჰიბრიდული და კოგნიტიური მექანიზმების გამოყენებით ეს როლი „სიხარულით“ უნდა შეგვესრულებინა: გაშლილი დროშებითა და სოლიდარობის ჯაჭვებით სხვათა სასარგებლო პროცესში ჩავბმულიყავით; დაგვეჯერებინა, რომ მარცხი...
1773735920
ახალი ამბებიკახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის სიახლე არ ყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება უცხოელი პარტნიო...
1773734195
ახალი ამბებიკავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ ილია მეორე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, რათა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები მაქსიმალურად დასტაბილურდეს. როგორც კავ...
1773729957
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინ...



























