პრემიერი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: პროექტი და ხელშეკრულება არის უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია
„იგლ ჰილსის" პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტსა და დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.
„ეს არის უნაკლო პროექტი. რაც შეეხება თვითონ ხელშეკრულებას, ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან, რაზეც შეიძლება, შიში ჰქონდეთ. მაგალითად, ითვალისწინებს თუ არა ეს ხელშეკრულება, რომ, სიგიჟეს ვამბობ, მაგრამ გინდა თუ არა - 10 000 არაბი უნდა ჩამოსახლდეს საქართველოში და ასე შემდეგ, პირობითად ვამბობ. ნებისმიერი თეორიული კითხვა დასვან, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დასვან ნებისმიერი კითხვა. ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი. პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის ბიუჯეტში, წელიწადში, საშუალოდ, პლუს 700 მლნ ლარი, რაც ორი სხვადასხვა ფორმით შევა ბიუჯეტში: ეს არის გადასახადები - დაახლოებით 500 მლნ და პლუს 200 მლნ მოგება ამ 33%-დან. ეს არის ეკონომიკაში დამატებითი შენატანი. დაახლოებით, 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, უზარმაზარი მასშტაბის ეფექტზეა საუბარი, ეს მეორე. რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. დასაქმება - აქაც კონკრეტული მონაცემები გამოვიტანეთ, რამდენი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება ქვეყანაში, უზარმაზარი მაჩვენებლებია. როდესაც ერთ პროექტს ამხელა წვლილი შეაქვს ეკონომიკაში, ბიუჯეტში, დასაქმებაში, იქ საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სარგებელი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. სარგებელი არის უზარმაზარი, ნაკლი - არავითარი,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ოპონენტების ერთ-ერთი მესიჯია არაბიზაცია, რაც არის სპეკულაცია და მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტებს მოუსმინოს საზოგადოებამ და არა ცარიელ მესიჯებს, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე.
„რაზე საუბრობენ ოპონენტები, რომ სად წარმოუდგენიათ ასეთი ნაკლი და რისკები, ერთი მესიჯია - არაბიზაცია. აქ მინდა გავიხსენო, რომ 2022 წელს სამჯერ გაშალეს კამპანია რუსიფიკაციასთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას გაექცა ვითარება, იმდენი რუსი იყო შემოსული, რომ წალეკავდნენ საქართველოს, ეს უსაფრთხოებას შეუქმნიდა პრობლემას, უცბად რუსეთი გამოაცხადებდა, რომ ამ მოქალაქეების დასაცავად შემოიჭრებოდა საქართველოში, ათასი სიგიჟე ისმოდა მაშინ, რასაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩვენი კეთილსინდისიერი თანამოქალაქეც აჰყვა, შეცდომაში შეიყვანეს ბევრი ადამიანი, ემოციური ფონი იყო და ეს გასაგებიცაა, ვერავის გაამტყუნებ ამაში. ამიტომ არის მთავარი, რომ არგუმენტებს მოუსმინოს საზოგადოებამ და არა ცარიელ მესიჯებს, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე. სამი ტალღა იყო ამ კამპანიის, ერთი - როცა დაიწყო ომი, პირველი ტალღა იყო მაშინ იმიგრაციის, მეორე იყო როდესაც ტურისტული სეზონი დაიწყო და მესამე იყო, როდესაც სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა რუსეთის ხელისუფლებამ. სამი ტალღა იყო და სამივე შემთხვევაში ვეუბნებოდით ჩვენ ძალიან თამამად საზოგადოებას, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდით ყველაფერზე, ყველაფერი იყო კონტროლქვეშ და არავითარი რისკები არ იქნებოდა. რაც ვთქვით, ის შევასრულეთ სამი წლის თავზე.რაც შეეხება ციფრებს, როცა არაბიზაციაზე არის საუბარი. მთლიანობაში, დაახლოებით, დაგეგმილია 16 000 ბინის, ან საცხოვრებელი სახლის გაყიდვა. აქ საუბარია, დაახლოებით, 5-6 წლიან პერიოდზე. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში, დაახლოებით, 3 000-მდე ბინა შეიძლება გაიყიდოს ორივე ლოკაციაზე ერთად, ჯამურად. ეს ეხება როგორც გონიოს, ისე კრწანისის ტერიტორიას. უცხოელებზე, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, საშუალოდ, იყიდება 15 000 ბინა, 5-ჯერ მეტი და ამას არ შეუქმნია არავითარი დემოგრაფიული პრობლემები. აქ საუბარი ზედმეტია, რომ რაიმე დემოგრაფიული კატასტროფა შეიძლება შექმნას ამ პროექტმა. მითუმეტეს, აქ საერთოდ არ არის საუბარი კონკრეტულად არაბებზე. სამარცხვინო თემაა, რაზეც გვიწევს საუბარი, მაგრამ თუ ვინმეს კონკრეტული ეთნოსი არ მოსწონს, არაბი, ან რუსი და ა.შ. აქაც არ არის საუბარი რომელიმე კონკრეტული ეთნოსისთვის ამ ბინების გაყიდვაზე. რას ეფუძნებოდა Emaar-ის და Eagle Hills-ის ხელმძღვანელის განცხადება 60 %-იან ვარაუდთან დაკავშირებით. მათ აქვთ ძალიან კარგად გაშლილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამის გამო მას აქვს ეს მოლოდინი, რომ დაახლოებით 60%-იანი იქნება გაყიდვების მაჩვენებელი უცხოელებზე. თუმცა, გამომდინარე საფასო პოლიტიკიდან, ფასები, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება უშუალოდ კომპანიის მიერ, მაგრამ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს საფასო პოლიტიკის შესახებ, სავსებით შესაძლებელია, რომ რაც არის სტანდარტული მაჩვენებელი - 80 % ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები საქართველოში აშენებულ ბინებს, დიდი ალბათობით ახლოს იქნება ამ მაჩვენებელთან, ჩვენი ვარაუდით. დანარჩენს ყველა ნახავს, როგორ წარიმართება ეს პროცესები. არც ერთ კონკრეტულ ეთნოსზე არ არის საუბარი, არის კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი, შესაბამისად, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია. თურქეთის საზღვრიდან საკმაოდ შორს არის, ეს არის ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, ათასი სპეკულაცია ვრცელდება, არც ღირს რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. რეალურად, შენდება სუპერთანამედროვე ტიპის სივრცე, რაც იქნება ახალი, მათ შორის, ტურისტული სივრცე, რაც ძალიან საინტერესოს და მიმზიდველს გახდის კონკრეტულად აჭარის რეგიონს, თბილისს. მხოლოდ და მხოლოდ უპირატესობა აქვს ამ პროექტს, არავითარი ნაკლი. დანარჩენზე ჩვენ ვიღებთ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763406455
საზოგადოებაპრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა
„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...
1763406256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...


























