პრემიერი: მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც იცის, რა წესით ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს

„მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული, ახლა ეს ადამიანი, რომელმაც იცის, რა წესით ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, რთულ მოლაპარაკებებს ეფუძნება.

„ეს თემა პირველად წამოსწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა, მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად ასევე იყო იგივე წესით გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ასეთი ადამიანი სპეკულირებს. მე ვუსმენდი მას თავის დროზე, როცა განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი, რომ მანაც უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაც დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ უხერხულობა იგრძნო. სხვა დროსაც სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას, მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის მარტივი, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ექვემდებარება შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406455

საზოგადოება

პრემიერი: ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

„ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს...

ირაკლი კობახიძე

1763406408

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც

ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...

ირაკლი კობახიძე

1763406362

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე

აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...

ირაკლი კობახიძე

1763406310

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა

ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...

ირაკლი კობახიძ

1763406256

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა

„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...

ირაკლი კობახიძე